05.09.2015 00:46
კომპანიის განცხადებით პოლიტიკური თოქ შოუების წამყვანობის კანდიდატებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“იმედის” ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ახალ განცხადებას ავრცელებს:
"ტელეკომპანია იმედი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს უარი თქვას პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები წამყვანობის სხვადასხვა კანდიდატებთან. წუხილს გამოვთქვამთ რომ გარკვეული სუბიექტების მიერ ამ საკითხს სპეციალურად მიეცა პოლიტიკური დატვირთვა" – ნათქვამია განცხადებაში