არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში 14 ოჯახი დააყაჩაღეს- წაღებულია ტონობით თხილი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ წარჩესა და ბედიაში 24 საათის განმავლობაში 14 ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღები სახლებში სპეციალურ გაზს უშვებდნენ, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები დაიძინებნდენ მოგროვილი თხილის მოსავალი გაჰქონათ. ამ მეთოდით მათ მოსახლეობიდან 10 ტონაზე მეტი თხილი წაიღეს. ერთ-ერთ ოჯახში გაზის გაშვების შემდეგ მძიმე მოწამვლა მიიღო 9 თვის ბავშვმა, რომელიც ამჟამად სოხუმის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, გაზი რომელსაც ყაჩაღები იყენებდნენ, სამხედრო დანიშნულებისაა და მისი შეძენა რუსების საგუშაგოზე მოხდა.

დაყაჩაღებული ოჯახების უმრავლესობა ქართულია, თუმცა არის შერეული ოჯახებიც. დაყაჩაღებულ ოჯახებს შორის არის დე ფაქტო აფხაზეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის ოჯახიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ აღნიშნული ოჯახები თხილს სოფლის სხვა მაცხოვრებლებისგან იბარებდნენ, შემდეგ კი თხილის რეალიზაცია ზუგდიში უნდა მოეხდინათ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიასთან შედარებით ზუგდიდში თხილის გაყიდვა მათთვის გაცილებით მომგებიანია.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი