არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

პირველი სექსუალური გამოცდილება პარტნიორების მომავალ ცხოვრებაზე მოქმედებს

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ის ასაკი, როცა მოზარდი თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებას იღებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე, კერძოდ კი, პარტნიორებთანურთიერთობაზე.
მკვლევარებმა შეისწავლეს 1500-ზე მეტი ახალგაზრდის სექსუალური ცხოვრება და დააკვირდნენ მათ ცხოვრებას 16-იდან 29 წლამდე. მონაწილეები 3 ჯგუფად დაყვეს.

პირველში შევიდნენ ისინი, რომელთაც სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრე, 15 წელს ქვემოთ დაიწყეს; მეორე ჯგუფში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც პირველი სექსუალური გამოცდილება 15-იდან 19 წლამდე მიიღო და მესამე ჯგუფში შევიდნენ ისინი, ვინც სექსუალური ცხოვრება 19 წლიდან დაიწყო.

ექსპერიმენტის მონაწილეებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც სექსუალური გამოცდილება პირველად 19 წლის შემდეგ მიიღეს — ისინიც მონაწილეთა მესამე ჯგუფში მოხვდნენ. აღმოჩნდა, რომ ქორწინებაში ან, უბრალოდ, პარტნიორთან ურთიერთობაში ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე დანარჩენ ჯგუფებში მყოფები.

ისინი უფრო ხშირად უტყდებოდნენ ერთმანეთს სიყვარულში, გრძნობდნენ პარტნიორის გვერდში დგომას, ერთად წყვეტდნენ პრობლემებს და ერთად ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებდნენ, — აცხადებს dailymail.com

"ახალგაზრდებს, რომლებიც ინტიმურ ცხოვრებას შედარებით გვიან იწყებენ, მას შემდეგ, რაც ისინი ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, შეუძლიათ დაამყარონ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან, ვიდრე მათ, რომლებსაც ადრეულ ასაკში ჰქონდათ პირველი სექსუალური გამოცდილება.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანმა იცის, ვისთან და როდის დაამყაროს კავშირი, ეძებს ემოციურ და რომანტიკულ ურთიერთობას." — ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებს აინტერესებდათ ახალგაზრდების პირველი ორი ჯგუფი, რომელშიც ადრეულ ასაკში დაწყებული სექსუალური გამოცდილების მქონენი შედიოდნენ, ბევრი ფაქტი მათთან დაკავშირებით მაინც გაუგებარი დარჩა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გააგრძელებენ კვლევებს და საბოლოოდ გაარკვევენ, რატომ აქვთ მომავალში პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობისას იმ ადამიანებს, რომელთაც ინტიმური ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყეს და რა ფაქტორები მოქმედებს ამ შედეგზე.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი