არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ქალის სექსუალურობის გრაფიკი და მენსტრუალური ციკლი

ქალის სექსუალურობის გრაფიკი პირდაპირპროპორციულია მენსტრუალურ ციკლთან, — ამტკიცებენ მეცნიერები. მედიცინაში ნორმად 28-დღიანი ციკლი ითვლება. მეცნიერების აზრით, ამ პერიოდის განმავლობაში სექსუალურობა შემდეგნაირად ნაწილდება:

1-5-ე დღეებში ესტროგენისა და პროგესტერონის ყველაზე დაბალი დონე შეინიშნება. ამ დროს ქალებს მამაკაცები ნაკლებად აინტერესებთ და სექსუალურად ყველაზე აქტიური ქალებიც კი საწინააღმდეგო სქესის მიმართ გულგრილები არიან.

მე-6, მე-14 დღეებში ესტროგენის დონე მატულობს და ცხოვრებაც უფრო მარტივდება.

მაგრამ ყველაზე სასურველი მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ის ციკლიდან დაახლოებით მე-14-21-ე დღეებში დგება. ოვულაციის შემდეგ ესტროგენის დონე პიკს აღწევს, რაც დადებითად აისახება ქალის როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე გონებრივ მონაცემებზე. მახვილდება მზერა და ყნოსვის შეგრძნება: ამ დროს ქალი უკეთ არჩევს სუნს. იცვლება მისი ქცევის მანერა – ის ყველანაირად ცდილობს, მოხიბლოს გარშემომყოფები!

ასევე, ამ პერიოდში იცვლება ფერომონების შემადგენლობა. მამაკაცები ამას მაშინვე გრძნობენ და მათში ქვეცნობიერად ქალთან სიახლოვის სურვილი აღიძრება. ამ ტალღაზე ხშირად ხდება ის, რასაც რომანტიკულად "ერთი ნახვით სიყვარულს უწოდებენ".

22-27-ე დღეებში ვნებები ცხრება.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი