არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

მამაკაცის თვალით დანახული ქალის სექსუალურობა

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ, ქალები დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები ვართ, ჩვენი თვითშეფასება მაინც პირდაპირპროპორციულია მამაკაცის მიერ ჩვენს შეფასებასთან.

მამაკაცის შეხედულება კი სილამაზეზე, ქალურობასა და სექსუალურობაზე ხშირად ჩვენსას არ ემთხვევა. როგორ გავხდეთ უფრო სექსუალურები? ბევრი ქალი ფიქრობს, რომ უნდა მიაღწიოს იდეალს – 90-60-90-ს, შეივსოს სხეულზე ის, რაც აკლია და შეიმციროს ის, რაც მეტი აქვს, გაიზარდოს თმა და ფრჩხილები და მამაკაცები მაშინვე მათ ფეხქვეშ აღმოჩნდებიან. თუმცა თავად მამაკაცები სხვაგვარად ფიქრობენ და ქალის მომხიბვლელობისა და სექსუალურობის შეფასებისას თავისებური ხედვა აქვთ.

მამაკაცებს უფრო მეტად იზიდავთ სილამაზე, რომელიც თვალისგან დაფარულია. სექსუალურობა კი აუცილებელი არ არის, აგრესიული და ძალიან შესამჩნევი იყოს. პირიქით, ბევრად ფასეულია, როცა ის დაფარულია და ჩახსნილი კაბითა და დეკოლტეთი კი არ გამოიხატება, არამედ ქალის ხმით, ღიმილითა და გამოხედვით. სექსუალურობა იდუმალებასთან ასოცირდება. მაგრამ იმისათვის, რომ მამაკაცმა ეს უხილავი, დაფარული მომხიბვლელობა დაინახოს, სულ სხვა გზით უნდა იარო.

სექსუალურობის რეცეპტი

სასურველია არა ის ქალი, რომელთანაც არ გინდა საუბარი იმიტომ, რომ უფრო საინტერესო საქმე გაქვს, არამედ ის, რომელთანაც ბევრ რამეზე შეგიძლია გაჩუმდე. და თუ შესაძლებელია სექსუალურობის რეცეპტის შედგენა, ის ასეთი იქნებოდა: იყავი დამოუკიდებელი და ერუდირებული! მამაკაცებს უყვართ ის ქალები, ვისაც თავისუფლად შეუძლია ყველა თემაზე საუბარი და აქვს საკუთარი აზრი. იყავი სუსტი! მამაკაცებს უყვართ, როცა გრძნობენ, რომ მათი დაცვა გვჭირდება. იყავი ქალური და განსხვავებული! შეისწავლე მხატვრობა, უსმინე მუსიკას და იკითხე კარგი ლიტერატურა: მამაკაცმა სხვადასხვა მხრიდან უნდა აღმოგაჩინოს.

და რაც მთავარია – შეიყვარე საკუთარი თავი და დარწმუნებული იყავი საკუთარ მომხიბვლელობაში. რომანტიკულ ურთიერთობაში, ისევე, როგორც ყველა საქმეში, საკუთარი თავის რწმენა – წარმატების საწინდარია. ყველა ჩვენგანი ბუნებამ სილამაზით დააჯილდოვა, მაგრამ თუ ეს სილამაზე თავდაჯერებულობას არ ერწყმის, საერთო შთაბეჭდილება ბუნდოვანი ხდება.

თუ საკუთარ თავს შეიყვარებ, სექსუალური მხოლოდ იმიტომაც გახდები, რომ მამაკაცს, უბრალოდ, დააინტერესებს შენი თავდაჯერებულობის მიზეზი, რომლის მოძებნაც მას, გვერწმუნეთ, აუცილებლად მოუნდება.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი