04.09.2015 21:14
სექსი კონფლიქტის შემდეგ
ამბობენ, საწოლში ურთიერთობების გარკვევა არ შეიძლებაო… თუმცა იქ ხომ უფრო სწრაფად ეძლევა დავიწყებას წყენა…
ჩხუბის შემდეგ (შეიძლება ჩხუბის დროსაც) გიჩნდებათ სურვილი, რომ ჩაეხუტოთ საყვარელ მამაკაცს… თქვენ ხომ ასე გიყვართ ერთმანეთი! შერიგების დროა! მაგრამ უნდა გააკეთოთ თუ არა ეს საწოლში?
ზედმეტი სიტყვების გარეშე. საუბრის შედეგად ურთიერთობისას ჩვენ ინფორმაციის მხოლოდ 30%-ს ვიღებთ, დანარჩენი ინფორმაცია მისაწვდომია მიმიკის, ჟესტების და ინტონაციის საშუალებით. ასე რომ, კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ხშირად სიტყვები არ არის საჭირო (საკმარისი). კოცნა და ჩახუტება აგრძნობინებს თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ რეაგირებთ მასზე და მის საქციელზე. საწოლში შერიგება შეიძლება იმ პირობით, თუ...
...კონფლიქტი არ არის პრინციპული. თუ წვრილმანის გამო იკამათეთ, ამ შემთხვევაში სექსი შერიგების მშვენიერი საშუალებაა. თუ სერიოზული უთანხმოებაა, "ინტიმური წუთშესვენება" მხოლოდ შეაფერხებს პრობლემების გადაწყვეტას და მწვავე კონფლიქტს ქრონიკულად გადააქცევს.
...თუ ქმრისგან არ ელით ბრალის აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კმაყოფილი არ დარჩებით მისი"აღსარებით". შედეგად, კონფლიქტი არათუ არ მოგვარდება, არამედ ახალი პრეტენზიებიც გაჩნდება ("შენ მარტო ეს გინდა ჩემგან"...)
...თუ არ დაუბრუნდებით საქმის გარჩევას. რა მოხდა, ყველაფერი ხდება, თქვენ იჩხუბეთ, ცოტა იყვირეთ — ამით ვნება გააძლიერეთ. დაიცხრეთ ის და წყენაც დაივიწყეთ!
•ნუ დამალავთ საკუთარ გრძნობებს. იყავით ვნებიანი, მაგრამ მორჩილი.
• ყურადღებით დააკვირდით მამაკაცის რეაქციას, რათა ერთი შეხედვისთანავე მიხვდეთ, რა სიამოვნებს. ასეთი შერიგება მას დიდხანს ემახსოვრება და ძალისხმევას არ დაიშურებს ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
•"შესარიგებელი" სექსი მშვენიერი შესაძლებლობაა სიახლეების შეთავაზებისა და თქვენი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად.
•ნუ გამოიყენებთ სექსს იმისათვის, რომ კვლავ საკუთარი პოზიციები გაიმყაროთ.
წყენა დარჩა...
თუ ჩხუბი გაჭიანურდა, თავის შეკავება საბოლოოდ საწოლში შერიგებამდე მიგიყვანთ. მაგრამ სექსის შემდეგ ქალებს ხშირად სევდა იპყრობთ საკუთარი სისუსტის გამო და კვლავ ცივები და პირქუშნი ხდებიან. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
•აღიქვით სექსი, როგორც შესაძლებლობა, უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად და დაძაბულობის მოსახსნელად. სექსის შემდეგ მცირედი ყურადღება გამოიჩინეთ: ან ყავა შესთავაზეთ, ან გადასაფარებელი შეუსწორეთ. მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცმა ზრუნვა და სითბო იგრძნოს.
•გრძნობთ, რომ კვლავ გაბრაზებული ხართ და სურვილი გიჩნდებათ, განაახლოთ საქმის გარჩევა? თავი ხელში აიყვანეთ. ურთიერთობები სჯობს დამშვიდებულმა მოაგვაროთ. ასე რომ, უმჯობესია, დილისთვის გადადოთ, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაიფიქრებთ. მაგრამ იყავით მაქსიმალურად კეთილგანწყობილი, რათა წყალში არ ჩაყაროთ ეს მშვენიერი ღამე.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ჩხუბის შემდეგ (შეიძლება ჩხუბის დროსაც) გიჩნდებათ სურვილი, რომ ჩაეხუტოთ საყვარელ მამაკაცს… თქვენ ხომ ასე გიყვართ ერთმანეთი! შერიგების დროა! მაგრამ უნდა გააკეთოთ თუ არა ეს საწოლში?

•მომდევნო დღეებში შეეცადეთ შედეგის გამყარებას — ქმრის ხელახლა მოხიბვლას. ის ამას მიიღებს, როგორც "მტკიცებულებას", რომ თქვენ წინა სექსს შეცდომად არ მიიჩნევთ. შესაძლებელია, თქვენმა აქტიურობამ ურთიერთობებში ახალ ნიშნულს მიაღწიოს