არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

რატომ განიცდიან მამაკაცები ერექციას დილით?

ერექცია პირდაპირ კავშირშია ძილის ფაზებთან, რომლებიც ადამიანს, მოგეხსენებათ, ორი აქვს: სწრაფი და ნელი. სწრაფი, როგორც წესი, 15-20 წუთს გრძელდება, ხოლო ნელი – დაახლოებით საათს, ხანდახან კი მეტს.

მთელი ღამის განმავლობაში, მანამ ჩვენ გვძინავს, ეს ფაზები პერიოდულად ენაცვლება ერთმანეთს. სწრაფი ძილის ფაზის დროს ჩვენ ვნახულობთ სიზმარს. ამ დროს პულსი აჩქარებულია, იმატებს სხეულის ტემპერატურა, შესაბამისად, მატულობს აღგზნებადობა.

ამ დროს ერექციის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომაც, როცა თქვენ იღვიძებთ სწრაფი ძილის ფაზიდან, დიდი შანსია, სექსუალურად აღგზნებული იყოთ. და მნიშვნელობა არ აქვს როგორი სიზმარი ნახეთ – ეროტიკული თუ სხვა – ეს არანაირ როლს არ თამაშობს. სწორედ ამიტომ მამაკაცი ხშირად დილით განიცდის ერექციას.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი