"ვინც ანაფორაში გამოეწყობა, მექანიკურად უფლის წარმომადგენელი არ ხდება — ეს არვინ მოგატყუოთ! "
ვინც ანაფორაში გამოეწყობა, მექანიკურად უფლის წარმომადგენელი არ ხდება — ეს არვინ მოგატყუოთ! უფალთან იყავით ფრთხილად — რახან მას არ უყვარს როცა მას ვერ ცნობენ — მან ბევრჯერ მიანიშნა სახარებაში როგორ უნდა ვიცნოთ და ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლები მასში არ აგვერიოს...
რატომ სთქვა მაცხოვარმა — ბევრნი მოვლენ და ჩემი სახელით იქადაგებენ (არ დაუზუსტებია სექტები, პიროვნებები თუ ჯუფები), მაგრამ მგლები იქნებინ ცხვრის ტყავში და მხოლოდ ნაყოფით განსაჯეთო… ?? გ ა ნ ს ჯ ა ზ ე ა აქ ლაპარაკი და ნ ა ყ ო ფ ზ ე — ავაზაკი თუ გამოდგება ვინმე "მამაო" მაინც იფიქრებთ, რომ მისი ქადაგების დროს თქვენ უფალი გმოძღვრავდად? — არა, განსჯა თ ქ ვ ე ნ ი ვალდებულებაა. განსჯაა სწორედ თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ნ ე ბ ა… რაც ღმერთმა გვიბოძა.
მაცხოვარი საყდარში არ შედიოდა, საყდრის გარეთ ქადაგებდა — ძველ აღთქმას კი მთლიანად იზიარებდა! რახან ისინი, ვინც საყდარში ეგულებოდა და ვინც ძველ აღთქმას დიდი გონორით ქადაგებდა ფარისევლებად შერაცხა. არ ფიქრობთ რომ ისტორია შეიძლება მეორდებოდეს და რწმენის დევალვაცია ყოველთვისაა შესაძლებელია??? თუ გგონიათ, რომ საუკუნეების განმავლობაში რაც ჩაუდენიათ მაცხოვრის სახელით ყველაფერი სწორი იყო და (სისხლი და ჭლეტვა, ან "ტაბურეტკებით" დევნა) მაცხოვრის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა? გასაკვირია ადამიანის მიამიტობა! საყდარშიც, შავებში გამოწყობილი, ადამიანი დგას და ის, სამოსის გამო, არც ანგელოზად იქცევა და არც ღვთაების უშეცდომო გამტარად… ადამიანი ხან რას ჩამოიფხატავს თავზე და ხან რას ჩამოაბხატავენ — გინდა ჰომოსექსუალური ნაირფერი ჭინჭები იყოს და გინდა ბერის შავი სამოსი — ნათქვამია ნაყოფით განსაზღვრეთ..
მაცხოვარმა უთხრა მოციქულს — ჩემს ეკლესიას ააშენებო! — ეკლესია არც ქვებს ნიშნავს და არც გაწყობილ ინსტიტუციას — ეს ცოდნის და გულების ერთობაა, და ეს, არსებობს ზოგადად და მას "ქრისტიანობა" ჰქვია (დამატებების გარეშე) — დანარჩენები — ქვები, აგურები, იერარქიები, წოდებები, ანაფორები და ა.შ. ეკლესია არ არის — ეს ეკლესიის მატერიალური აჩრდილია. ისე როგორც პლატონთან — არსებობს "ეიდოსი" და არსებობს მისი ჩრდილი — მატერიალური საგანი/მოვლენა. ეკლესია აშენდა, ეს ნამდვილად, 2000 წელია, ქრისტეს სახელის გარშემო და მისი ნამდვილი მორწმუნენი ამ სახელის გარშემო ერთიანდებიან, ყველგვარი მინაწერების და დამარტებების გარეშე (მართლ, კათოლიკ, პროტეტანტ და ა.შ.) — ასეთი ეკლესია უნდოდა მაცხოვარს და არა რუსული, ქართული, იტალიური და ბევრი სხვა ორნამენტებით ეკლესიის კედლებზე. არამატერიალური ეკლესია(!), ადამიანური წვრილმანი ვნებებისგან ჩამორეცხილი..