03.09.2015 17:13
უნდა გადაპარსოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს თმა?
ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ ერთი წლის ბავშვს ე.წ. მუცლის თმა უნდა გადაპარსონ. ასე იქცეოდნბენ ძველად და ბევრი ახლაც იცავს ამ წესს. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვს უფრო ჯანსაღი და სქელი თმა ამოუვიდეს, ზოგი კი უბრალოდ, ”ჩვეულების” გამო.
სინამდვილეში, ეს არც ისე მართებული მოსაზრებაა. თმა ფოლიკულებიდან იზრდება, რომლებიც თავის კანის ზედაპირის
მსგავსი სიახლეები
ქვეშ მდებარეობს. რასაც ჩვენ უკვე გაზრდილ თმას ვუშვრებით, არანაირად არ აისახება ფოლიკულებში თმის ფორმირებაზე.
ანუ როგორც სპეციალისტები ამბობენ, არანაირი ფიზიოლოგიური საფუძველი არ აქვს თმის გადაპარსვას, არც თმის ზრდას აუმჯობესებს — ეს პროცესი გენეტიკურად არის დაპროგრამებული და თავისი ვადები აქვს.
ჩვეულებრივ, ერთი წლის მერე ბავშვს ისედაც უფრო აქტიურად ეზრდება თმა და უსქელდება კიდეც, ამიტომ არის, რომ გადაპარსვის მერე უფრო შესამჩნევიც ხდება. თუმცა გადაპარსავთ თუ არა, თმა მაინც ერთნაირად გაიზრდება.
როგორც ამბობენ, ძველად თმის გადაპარსვის ტრადიცია ჰიგიენისა და სხვა ფაქტორების გამოც იყო აქტუალური. გადაპარსული თმის მოვლაც ადვილი იყო და მას მკბენარებიც არ ესეოდნენ. დღეს მსგავსი პრობლემები არ არსებობს, ამიტომ, არ არის სავალდებულო, პატარას თმა გადაპარსოთ და მერე ელოდოთ, რომ მეტი თმა ამოუვა — ეს ისედაც მოხდება.