იშვიათი გენეტიკური ანომალიის მქონე მოდელი მოდის ინდუსტრიას იპყრობს
ერთი შეხედვით, მოდელ მელანი გაიდოსის გარეგნობამ შეიძლება შეგაშინოთ და შოკში ჩაგაგდოთ. გოგონა დაბადებიდან იშვიათი გენეტიკური ანომალიით — ექტოდერმალიის დისპლაზიისგან იტანჯება. ეს დაავადება კბილების, თმისა და ფრჩხილების ზრდას აფერხებს. ის ასევე გავლენას ახდენს პატარა ძვლების ფორმირებაზეც.
იმის მიუხედავად, რომ გაიდოსს, დაავადების ყველაზე რთული ფორმა აქვს, ის სასოწარკვეთაზე არც კი ფიქრობს. ანომალიის გამო, მელანის კბილები არა აქვს და თავზე თმა არ ამოსდის. თუმცა გოგონა კბილების ინმპანტებზე და პარიკებზე უარს ამბობს. მოდელმა თავი შეიყვარა ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა და დაამტკიცა, რომ fashion- ინდუსტრიისკენ მიმავალი გზა, ყველაზე უცნაური გარეგნობის ადამიანებისთვისაც კი ღიაა.
მელანიმ აღიარა, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი თავი ბილბორდებზე და ტელეეკრანებზე ენახა. გოგონა ნიუ — იორკიში პრატის უნივერსიტეტში სახვით ხელოვნებაზე სწავლობდა. შემდგომ, მელანიმ საკუთარი ავტოპორტრეტების გადაღება დაიწყო, რომლებიც დაეხმარა თავისი უნიკალური სილამაზის გაცნობიერებაში.