03.09.2015 17:11
როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინება
ნებისმიერმა ახალგაზრდა დედამ იცის, რომ ბავშვის დასაძინებლად დაწოლა იოლი საქმე არ არის, მით უმეტეს — მარტო. მაგრამ ადრე თუ გვიან ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა დაიძინოს. უფროსებისთვის ძნელი გასაგებია, თუ რატომ ცდილობენ პატარები ნებისმიერი ხერხით გაახანგრძლივონ დრო დაძინებამდე. ეს ეხება როგორც დღის, ასევე ღამის ძილს. ბევრი ისეირნა, ემოციებისგან დაიღალა და კაპრიზობს, მაგრამ დაძინებით მაინც არ იძინებს. ბავშვმა რომ დამოუკიდებლად დაიძინოს, საჭიროა გვახსოვდეს რამდენიმე მომენტი.
10აუცილებელი რიტუალი, ბავშვის დასაძინებლად:
1. აღიჭურვეთ მოთმინებით! გახსოვდეთ, რომ სწორი სქემით მოქმედება ადრე თუ გვიან სასურველ შედეგს გამოიღებს. მთავარია ამოფრქვევის საშუალება არ მისცეთ თქვენს ნეგატიურ ემოციებს, ამ გზის არც ერთ ეტაპზე.
2. ოჯახური რიტუალი. მაგალითად, ძილის წინ უნდა მიიღოს შხაპი თავის კურდღელთან ერთად, ყველა ოჯახის წევრს აკოცოს, თავისთან დააწვინოს საყვარელი სათამაშო.
3. შეუძინეთ „ღამის“ ჭურჭელი, იქნება ეს ბოთლი თუ თეფში, რომელსაც მხოლოდ დაძინების წინ გამოიყენებთ. მსგავსი ნივთები ბავშვს დაცულობის შეგრძნებას უვითარებს, რისი წყალობითაც დაძინება გაცილებით ადვილი ხდება.
4. წესად აქციეთ, ძილის წინ წაუკითხოთ ზღაპარი ან ერთად მოუსმინოთ აუდიოწიგნს. პატარა
დადებით ემოციებს მიიღებს და კარგი განწყობით ჩაეძინება.
5. არ წამოეგოთ ბავშვების პროვოკაციებს: “საპირფარეშოში მინდა, მწყურია, მშია“. საწოლთან დაუდეთ ბოთლით წყალი და აუხსენით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დამოუკიდებლად დალიოს, დედის დახმარების გარეშე. თუ პატარაა, ასევე ღამის ქოთანი იქონიეთ საწოლთან ახლოს.
6. ნუ დააწვენთ „წუთი წუთზე“, გრაფიკით. ძილის წინ ეთამაშეთ მშვიდად და ესაუბრეთ განვლილ დღეზე. დაძინებისას არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ.
7. თუ წარმოიშვა კონფლიქტი, თუ იჩხუბეთ ბავშვთან ძილის წინ, აუცილებლად გაარკვიეთ ყველაფერი დაძინებამდე. ბავშვმა არ უნდა დაიძინოს იმის ფიქრსა და შიშში, რომ დილით როცა გაიღვიძებს — მას დასჯიან.
8. დაძინებისას აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი — დაჯექით მის გვერდით, ზღაპრის კითხვისას მოკიდეთ ხელი, მოეხვიეთ, ცოტა ხანს ერთად დაწექით და ისე იკითხეთ. ასე ბავშვი იგრძნობს თქვენს სიახლოვეს, რაც დადებითად იმოქმედებს ძილზე.
9. დადგით ოთახში სანათი. არაფერია ცუდი იმაში, თუ ბავშვს ანთებულ შუქში დაეძინება. უარესია, თუ მას რამის ეშინია და ისე იძინებს — თითქმის ყველა ბავშვს ეშინია სიბნელის.
10. გახდით იმპროვიზატორი! შესთავაზეთ ბავშვს დღის „ისტორიის გაგრძელება“. მაგ: „ახლა შენ დაიძინებ, დილით კი მოგიმზადებ გემრიელ საუზმეს“. დაპირება უნდა იყოს რეალური და არა შეუძლებელი. უთხარით, რომ ერთად გამოაცხობთ ნამცხვარს. ის მოუთმენლად დაელოდება დილას, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.