არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ცელულიტის მოშორება მშრალი ჯაგრისით სახლის პირობებში!

ცხიმიანი საკვების, ფასტ-ფუდის და ტკბილეულის მიღება ყველაზე მეტად ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე აისახება.
და თუკი ამას დღის განმავლობაში მიღებულ წყლის არასაკმარის რაოდენობას, ცხოვრების უმოძრაო წესს, სტრესებსა და უძილობას მივამატებეთ, ცელულიტიც გარანტირებული გვექნება.
სამწუხაროდ, ვერანაირი ჯადოსნური კრემი თუ ყველაზე მოდური დიეტები ერთ
ღამეში "ფორთოხლის ქერქისგან" ვერ გაგათავისუფლებენ. უკეთესი იქნება, თუ გამოყოფ დროს და გაანებივრებ საკუთარ სხეულს მასაჟით. შედეგი არ დააყოვნებს!
მშრალი დაზელვა
ცელულიტთან ბრძოლის ამ მეთოდმა უკვე მოასწრო დაემტკიცებინა საკუთარი ეფექტურობა. პირველ რიგში, ის გარდაუვალ და მდგრად ეფექტს იძლევა (განსაკუთრებით თუ ის ეთერზეთებთან და ანტიცელულიტურ კრემებთან კომპლექსში გაკეთდება). მეორეც, ეს მეთოდი ამაღლებს კანის ტონუსს. მესამე, მოგაშორებთ ზედმეტ სანტიმეტრებს. მეოთხე, სასიამოვნო პროცესია.
როგორ ჩავატაროთ მშრალი დაზელვა
სამკურნალო-კოსმეტიკური პროცედურის სეანსი 5-დან 10 წუთამდე უნდა გაგრძელდეს. აიღეთ მშრალი ტანის სახეხი ან ჯაგრისი და დაიმუშავეთ მისი მეშვეობით პრობლემური ადგილები. დაიმახსოვრეთ: პროცედურა უსიამოვნო და მტკივნეული არ უნდა იყოს. ასევე დააკვირდით, რომ დაზელვის დროს ზედმეტად არ გაიწელოს კანი. კანი ოდნავ უნდა გაგიხურდეთ და შეწითლდეთ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი