03.09.2015 16:45
კიმ კარდაშიანის სკანდალებით სავსე ცხოვრების დეტალები - 3 ქმარი და პაპარაცული შიშველი ფოტოები
კიმ კარდაშიანი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სომეხია. ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავი, მოდელი, მსახიობი და დიზაინერი.
კიმბერლი კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. დედა კრისი — შოტლანდიური და ჰოლანდიური წარმოშობისაა, მამა რობერტ კარდაშიანი კი, ამერიკელი სომხების მესამე თაობას ეკუთვნის (აშშ-ში 1,5 მლნ. სომხური წარმოშობის ადამიანია).
კიმბერლი კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. დედა კრისი — შოტლანდიური და ჰოლანდიური წარმოშობისაა, მამა რობერტ კარდაშიანი კი, ამერიკელი სომხების მესამე თაობას ეკუთვნის (აშშ-ში 1,5 მლნ. სომხური წარმოშობის ადამიანია).
კიმის ბავშვობა
საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც კარდაშიანის წინაპრები სომხების გენოციდის გამო, ამერიკაში გაიქცნენ, მაგრამ კიმ კარდაშიანს არა ერთხელ წარმოუჩენია მისი სომხური წარმომავლობა.
სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ის აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტს დაუკავშირდა. 2015 წელს ერევანსაც ეწვია. ამავე წელს იერუსალიმში სომხურ უბანს ესტუმრა. სომხური სამოციქული ეკლესიის ტრადიციების მიხედვით აქ მონათლა ქალიშვილიც.
კიმის მამა, რობერტ კარდაშიანი აშშ- ში ცნობილი ადვოკატი გახლდათ. კიმის გარდა ოჯახში კიდევ 3 ბავშვი იზრდებოდა: ქალიშვილები — კორტნი და ქლოე, ასევე ვაჟი — რობი. რობის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაეყარა. რობერტ კარდაშიანი 2003 წელს გარდაიცვალა.
კიმის ოჯახი, მამის გარდაცვალებამდე...
1991 წელს კიმის დედა ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიუს ჯენერს გაჰყვა ცოლად. მათ კიდევ 2 ქალიშვილი შეეძინათ.
2015 წელსეს ქორწინებაც სკანდალით დასრულდა. ბრიუსმა სქესი შეიცვალა და დღეს კეიტლინად მოიხსენიება.
2000 წელს კიმ კარდაშიანი ცოლად მუსიკალურ პროდიუსერს — დეიმონ ტომასს გაჰყვა. ეს ქორწინება 2004 წელს დასრულდა. ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი კიმი ფერადკანიან რეპერ — რეი ჯეის ხვდებოდა.