03.09.2015 16:33
ადამიანის ხასიათი მისი საყვარელი საკვების მიხედვით
ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ სულის სარკე მხოლოდ თვალებია. არადა, მეცნიერები და ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება არსებობს პიროვნების ხასიათსა და საყვარელ საკვებს შორის. "სუნი და გემო ტვინის იმ სისტემის მიერ გადამუშავდება, რომელიც ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი" – ამბობს Forbs-თან ინტერვიუში ფსიქიატრი და ნევროლოგი, ექიმი ალან ჰირში.გსურთ იცოდეთ, რა დასკვნები გააკეთეს სამეცნიერო კვლევების ავტორებმა თქვენზე და თქვენი ხასიათის თავისებურებებზე? აი, რამდენიმე, ბევრისთვის საყვარელი საკვები და ახსნა, როგორია ადამიანი, თუკი უყვარს...
1. ყველიანი ღვეზელები
თუკი გიყვართ თბილი ბუტერბროდები ყველით, მაგალითად, ხაჭაპური, ეს იმას ნიშნავს, რომ გულუხვობითა და თავგადასავლებისა და მოგზაურობის მიმართ სიყვარულით გამოირჩევით.
შედეგად, ვისურვებდით, რომ მდნარი ყველის ბევრი მოყვარული იყოს ჩვენ ირგვლივ.
2. ძეხვეული. შებოლილი ხორცი
თუკი შებოლილი და გამოყვანილი ხორცის თხლად დაჭრილი ნაჭრები გიყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვართ ხმაურიანი საღამოები. აი, რას ამბობს თქვენზე ჰირში:
"ასეთი ადამიანები საოცრად ერთგულები და ლოიალურები არიან და ერიდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ ადამიანების ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ძალიან მიმნდობები არიან და ხშირად ემოციურად გაუწონასწორებლები.
3. ჩიფსები
თუკი ჩიფსები თქვენი საყვარელი სასუსნავია, ესე იგი, თქვენ ზედმეტად პასუხისმგებლობიანი პერფექციონისტი ხართ. ასეთი ადამიანები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ თვითდისციპლინასა და თვითორგანიზაციას. ისინი იმსახურებენ ნდობას და მიდრეკილები არიან უფრო ჰუმანიტარულ, ვიდრე საბუნებისმეტყველო თუ ზუსტი მეცნიერებების მიმართ.
ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას – არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების მიმართ.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › შედეგად, ვისურვებდით, რომ მდნარი ყველის ბევრი მოყვარული იყოს ჩვენ ირგვლივ.