არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

სხვადასხვა თითზე დაწოლით ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებისგან გათავისუფლდებით

ადამიანებს უძველესი დროიდან სჯეროდათ, რომ სხვადასხვა ორგანოს ტკივილი სხეულის დისჰარმონიით იყო გამოწვეული.
არასწორად იკვებებით, ეწევით, სვამთ და ცუდი აზრები გიტრიალებთ თავში – ყველაფერი ეს არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანოზე, არამედ განწყობაზეც მოქმედებს.

ჯიმ შინ ჯისტუ – უძველესი იაპონური გამაჯანსაღებელი პრაქტიკაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა წერტილს შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად იყენებს. დააწვები ამ წერტილებს და ორგანიზმში ჰარმორია დაისადგურებს, ხოლო ტკივილი გაივლის.

დააკვირდით ამ ინფოგრაფიკას და დაიმახსოვრეთ, რომელ თითზე დაწოლით რომელი ორგანოს ტკივილს გაიქრობთ. ამისათვის ორივე ხელის თითები გამოდგება.

თუ დააწვებით ცერა თითს...
ჰარმონიას მოუტანს თქვენს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს. გარდა ამისა, ამ თითზე დაჭერით მოიხსნით ნევროზულობას, შფოთვას და დეპრესიის სხვა სიმპტომებს. გაწუხებთ თავის ან მუცლის ტკივილი? ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ? ხშირად დააწექით ცერა თითს!

თუკი საჩვენებელ თითს დააწვებით...
მოიწესრიგებთ თირკმლისა და შარდის ბუშტის პრობლემებს. ასევე ამ თითზე დაჭერით განაგდებთ შიშს, მოიხსნით კუნთების სპაზმს, ტკივილს ზურგის არეში, კბილის ტკივილს და მოიწესრიგებთ საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას.

თუკი დააწვებით შუათითს...
დაარეგულირებთ ღვიძლის მუშაობას და მოიწესრიგებთ ნერვულ სისტემას. ამ თითზე დაწოლით შეძლებთ გაუმკლავდეთ ბრაზსა და ეჭვებს. თუკი რიტუალს რეგულარულად გაიმეორებთ,გაიუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, შეიმსუბუქებთ მენსტრუალურ ტკივილებს, გამოისწორებთ მხედველობას და მოიხსნით თავის ტკივილს.

თუკი არათითს დააწვებით...
ფილტვებსა და საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას უშველით. ამ თითზე დაწოლით მოიხსნით პანიკის შემოტევას, ყურებში ხმაურს და სუნთქვის პრობლემებს.

თუკი ნეკა თითს დააწვებით...
გულს ჰარმონიას მიანიჭებთ. ხშირად თუ დააწვებით ნეკს – გაგივლით შფოთვის, მარტოობისა და დაძაბულობის შეგრძნება. შინაგანი სიმსუბუქე და თავისუფლება დაგეუფლებათ. გარდა ამისა, ასე შეიმსუბუქებთ ყელის ტკივილს და გაიმაგრებთ ძვლებს.

არ გჯერათ? უბრალოდ, სცადეთ! ამ მეთოდით ზიანს ნამდვილად არ მიაყენებთ საკუთარ თავს.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი