03.09.2015 16:31
ორიგინალური გზა იმის გასარკვევად, რონალდუა საუკეთესო თუ მესი
ლონდონელები ორიგინალურ გზას მიმართავენ იმის გასარკვევად, რონალდუა საუკეთესო თუ მესი.
მათ ქალაქის ქუჩებში დადგეს ნაგვის ყუთები, ერთ მხარეს რონალდუს სახელი წერია, მეორე მხარეს მესის. რომელ მხარესაც უფრო მეტი თამბაქოს ნამწვავი იქნება, ის არის გამარჯვებული.
როგორც ფოტოზე ჩანს, პორტუგალიელ ფეხბურთელს ლონდონში უფრო მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე მესის.