არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

კვერცხის ფორმის ბურთი, რომელზეც ქალაქის ქუჩების დანახვაა შესაძლებელი

უნგრელმა სტუდენტმა Denes Sator-მ, რომელიც დიზაინს სწავლობს, შექმნა კვერცხის ფორმის რუკა. ახალი დიზაინით შექმნილი რუკა ჰაერით სავსე გამძლე ბურთს წარმოადგენს. მასზე ხელის მოჭერის შემდეგ, შეგიძლიათ დაინახოთ დეტალები, რომელიც საწყის მდგომარეობაში არ შეიმჩნეოდა.
"თანამედროვე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად ინტერნეტთან წვდომა და ბატარიების დატენვაა საჭირო. ჩვეულებრივი რუკები კი ადვილად იხევა და ზიანდება. ეს ლამაზად გაფერადებული ბურთი კი წყალგამძლეა და შეგიძლიათ ყველგან წაიღოთ."- განაცხადა Denes Sator-მა.​
ჯერჯრობით Sator-ის ბურთის მეშვეობით მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩების დათვალიერებას შეძლებთ. ახალგაზრდა დიზაინერი გეგმავს ბურთის მეშვეობით სხვა ქალაქების დათვლიერებაც გახადოს შესაძლებელი.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი