არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

27 სექტემბერს პარიზის ქუჩებში მანქანები არ იმოძრავებს

27 სექტემბერს პარიზის ქუჩები მანქანების გარეშე დარჩება. კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეს შეზღუდვა წესდება, "პარიზი მანქანების გარეშე" ჰქვია. 24 საათის განმავლობაში ქალაქში არანაირი ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
კამპანიის ფარგლებში ადამიანებს შეეძლებათ ფეხით ისეირნონ, დაესწრონ მუსიკალურ ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
"ასწავლეთ თქვენს შვილებს ველოსიპედის ტარება." — მოუწოდებს კამპანიის საიტი მშობლებს.
კამპანია "პარიზი მანქანების გარეშე" მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი