არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ქალის ინტიმური ადგილების სპრეი მარიხუანას ექსტრაქტით – მათთვის, ვინც ორგაზმს ვერ განიცდის

ამერიკული მედიასაშუალებები კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერების უცნაურ გამოგონებაზე ალაპარაკდნენ, კერძოდ კი, მარიხუანას შემცველ სპრეიზე გენიტალიებისთვის.
ის სპეციალურად იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ვერ ან რთულად აღწევს ორგაზმს.

სპრეის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტი ქოქოსის ზეთია, თუმცა მასში 2 მილიგრამი ტერაგიდროკანაბინოლიც შედის. ეს უკანასკნელი კი მარიხუანას აქტიური მოქმედი კომპონენტია.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც აწარმოა ზემოხსენებული სპრეი, პირველად არ გამოდის ამ სეგმენტის განხრით.

კალიფორნიელი სპეციალისტები, ძირითადად, კანაბისზე დაფუძნებულ პროდუქციას აწარმოებენ.

ნოუ-ჰაუს კი – ქალის ინტიმური ადგილების სპრეის – კალიფორნიელი მეცნიერები ახასიათებენ, როგორც პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რათა ქალმა სექსისგან მეტი სიამოვნება მიიღოს.

პრაქტიკაში ეს პრეპარატი უკვე აპრობირებულ იქნა კალიფორნიაში, თანაც დიდი წარმატებით.

სავარაუდოდ, პრეპარატი მხოლოდ იმ ქვეყნებში გაიყიდება, სადაც მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება კანონით არ იკრძალება.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი