02.09.2015 18:46
ხელისგულზე გავლებული ხაზებით გაარკვევთ, როგორი იქნება თქვენი ქორწინება
ბევრ ქალს აინტერესებს, როგორი იქნება მისი მომავალი ქორწინება. ქირომანტები ამას ხელისგულზე დაკვირვებით იგებენ.
რომელ ხელზე უნდა ვიმკითხაოთ?
დააკვირდით მარჯვენა ხელისგულს, თუკი თქვენ მემარჯვენე ხართ, ხოლო მარცხენას, თუკი ცაცია ხართ.
სად მდებარეობს ქორწინების ხაზი?
ეს გახლავთ ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ხელისგულზე ნეკა თითის დაბოლოებასა და გულის ხაზის კვეთაზე მდებარეობს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქირომანტიაში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის პასპორტში შტამპი, იმის ზუსტად თქმა, ეს ხაზი კანონიერ ქორწინებაზე მეტყველებს თუ უბრალოდ, თანაცხოვრებაზე, რთულია. თუმცა, რაც უფრო გრძელია ეს ხაზი, მით მეტია იმის შანსი, რომ ეს სწორედ ქორწინებაა.
ქორწინების როგორი ხაზები არსებობს?
თუკი ქორწინების ხაზი მაღლა არის აწეული – ოფიციალური ქორწინების შანსი ნაკლებია.
თუკი ის დაბლაა ჩამოზნექილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხაზის მფლობელი პარტნიორზე დიდხანს იცოცხლებს.
თუკი ხაზი ორმაგდება, შემდეგ კი ისევ ერთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი, შესაძლოა, ერთმანეთს დაშორდეს, ხოლო შემდეგ ისევ ერთად იყოს.
ბოლოგაყოფილი ხაზი ნიშნავს, რომ განქორწინება იმის ინიციატივით მოხდება, ვის ხელისგულზეც ასეთი ხაზია.
რა ხდება მაშინ, როცა ქორწინების ხაზი საერთოდ არ არის ან ის რამდენიმეა?
დიახ, ასეც ხდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ან საერთოდ არ დაქორწინდებდა, ან რამდენჯერმე.
ქორწინების რამდენიმე ხაზი ნიშნავს, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებული პირობები სჭირდება იმისათვის, რომ შექმნას ოჯახი. ის ძალიან ფაქიზად ეკიდება გრძნობების გამოხატვას და იშვიათად უმხელს გულისნადებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › რომელ ხელზე უნდა ვიმკითხაოთ?

ხოლო ის, ვისაც საერთოდ არ აქვს ქორწინების ხაზი, პირიქით, საერთოდ არ ერიდება საკუთარი გრძნობების ხმამაღლა გამოხატვას და თავისუფლად შეუძლია გადაერთოს ახალ-ახალ პარტნიორზე.