არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როგორ შევინარჩუნოთ ქორწინებაში ბედნიერება - 20 მნიშვნელოვანი წვრილმანი

ქორწინების შენარჩუნება თუ გსურთ, მამაკაცს გმირობის ჩადენას ნუ მოსთხოვთ, ისევ თქვენ უნდა გაისარჯოთ. ჩვენ გთავაზობთ 20 პატარა რჩევას, რომელიც მეუღლესთან ურთიერთობასაც გაგიუმჯობესებთ და ოჯახსაც შეგინარჩუნებთ, თუ გსურთ, რა თქმა უნდა.

1.
არასდროს ილაპარაკოთ მის ზურგს უკან — თუ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, მას დაქალებთან ნუ განიხილავთ, ქმარს დაელაპარაკეთ. არასდროს არავისთან დაიწყოთ საუბარი ფრაზით: ”მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩემი ქმარი...”

2.
დაიცავით, როცა თქვენ გვერდით არაა — თუ ვიღაც თქვენს ქმარს, მის არყოფნაში, არასასიამოვნოდ ახსენებს, ხუმრობითაც კი — დაიცავით იგი. დაამტკიცეთ, რომ თქვენ მეგობრული და ძლიერი ოჯახი გაქვთ.

3.
ილოცეთ მასზე — ილოცეთ, რომ ჯანმრთელი და წარმატებული გყავდეთ, უყვარდეთ თქვენ, შვილები და ოჯახი.

4.
გაანებივრეთ ტკბილეულითა და ნამცხვრებით — ხომ იცით, როგორი დესერტებიც უყვარს, ჰოდა, ხშირად მოუმზადეთ.

5.
გაამხნევეთ და დაეხმარეთ — შეუქეთ ნებისმიერი წამოწყება, დაეხმარეთ სიტყვითაც და საქმითაც.

6.
ნაკლები კრიტიკა — მეტი ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რასაც აკეთებს და არა იმაზე, რაც არ გააკეთა.

7.
იყავით მადლიერი — გულწრფელად შეაქეთ უმნიშვნელო კეთილი საქმის, საქციელისთვისაც კი.

8.
შეუქეთ სამუშაო — არა აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობას იკავებს და რა საქმეს აკეთებს. შეაქეთ, რომ ასე კარგად აკეთებს თავის საქმეს.

9.
გაიზიარეთ მისი ჰობი — თუ თევზაობაზე გიჟდება, გაჰყევით, რათა ბუნებაში ერთად მოაწყოთ პიკნიკი. თუ ფეხბურთი უყვარს, ხელს ნუ შეუშლით მის ყურებაში. მოამარაგეთ ცივი ჯანსაღი წვენებითა და სასუსნავებით.

10
. სწორად გადაანაწილეთ ოჯახის ბიუჯეტი — ნუ იწუწუნებთ ფულის უკმარისობის გამო. ქმარი იგრძნობს, რომ არ აფასებენ მის შრომას.

11.
დაუმტკიცეთ, რომ გწამთ მისი — იდეალური არავინაა, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ თუ თქვენი ქმარი ოჯახს ინახავს, განიცდის სტრესს სამსახურში, ეცადეთ, გაამხნევოთ, დაუმტკიცოთ, რომ გიყვართ ისეთი, როგორიცაა.

12
. აკოცეთ — სამსახურში წასვლისა და მოსვლის დროს, ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში.

13.
ხშირად გაუმეორეთ, რომ აფასებთ მას — მამაკაცი ქალზე მეტად საჭიროებს შექებას და გამხნევებას. უთხარით, რომ არის მამაცი, ძლიერი და ფაქტებითაც დაუმტკიცეთ.

14.
სახლში მოსვლა უნდა უხაროდეს — შექმენით ბინაში სიმყუდროვე, სადაც თავს დაცულად, მშვიდად იგრძნობს. დახვდება გემრიელი სადილი და მომღიმარი ცოლი.

15.
პატივისცემით მოეპყარით მის ნათესავებს — როცა ქალი თხოვდება, უნდა თუ არა, ქმრის ნათესავებთანაც მოუწევს ურთიერთობა. ამიტომ, თავიდანვე დადებითად განეწყვეთ მათ მიმართ, გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა.

16.
პაემანზე დაპატიჟეთ — არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ცოლ-ქმარი ხართ. სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში, პაემანზე დაპატიჟეთ და ღამის გათენება უცხო ადგილას შესთავაზეთ.

17.
გააუმჯობესეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება — გაარკვიეთ, რა გსურთ ერთმანეთისგან რომ მიიღოთ და მიანიჭეთ ერთმანეთს სექსუალური სიამოვნება.

18.
როცა ავადმყოფობს, ბავშვივით მოექეცით — როგორი ძლიერი და საქმიანიც არ უნდა იყოს მამაკაცი, იგი სიკვდილამდე ბავშვად რჩება. ამიტომ იშვიათად, ავადმყოფობის დროს მაინც, ბავშვივით მოუარეთ და გაანებივრეთ. გამოჯანმრთელებული კი ისევ სუპერმენად დაგიბრუნდებათ.

19.
მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი — კვირაში ერთხელ მაინც მოამზადეთ მისი საყვარელი კერძები და უბრალო სადილობაც კი რომანტიკულ ვახშმად აქციეთ.

20.
არ ეკამათოთ შვილების თანდასწრებით — და არც ოჯახის სხვა წევრებთან, მაგრამ ბავშვები ცალკე თემაა. ნუ განაწყობთ შვილებს მამის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, უნიკალური ოჯახები არ არსებობს, მაგრამ ეს პატარ-პატარა რჩევები თქვენს საოჯახო ცხოვრებას კიდევ უფრო გაამყარებს და გაახალისებს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი