არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს - ყველაზე ხელგაშლილი და ძუნწი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი მატერიალური შემოსავლის თემა არაერთი წყვილის შემთხვევაშია ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იმისა, თუ რამდენად მყარი იქნება სამომავლოდ ამ ორის თანაცხოვრება.

ხშირად ზუსტად ფინანსურ საკითხებში მკვეთრი შეუთავსებლობა ხდება ბევრი ოჯახის დანგრევის მიზეზიც. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც ყასიდადაც კი არ უნდა შესთავაზოთ საერთო ოჯახური ბიუჯეტის მართვა, მამაკაცებო. თუმცა, ისეთი ქალებიც მოიძებნებიან, ვინც პირიქით, შეიძლება თქვენს პირად ფინანსურ მენეჯერად და ოჯახურ "ბანკირად" შეგიძლიათ აქციოთ თამამად.

ასე მაგალითად,ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნით დაბადებული ქალები — ვერძები, ლომები,ტყუპი, მერწყულები, მშვილდოსნები და სასწორებინამდვილად არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მიდრეკილებით, ფული ეკონომიურად ხარჯონ. მათ უმრავლესობას უყვარს ფინანსების უმისამართოდ ფლანგვა და თავს არასოდეს ეუბნებიან უარს კომფორტისა და ფუფუნების ნივთების შეძენაზე. შესაბამისად, თუკი მსგავსი ტიპის ქალს უკავშირებთ ცხოვრებას, უნდა იცოდეთ, რომ მისი მეუღლეობა საკმაოდ "ძვირი" დაგიჯდებათ ყველა გაგებით.

რაც შეეხება მიწისა და წყლის სტიქიის მანდილოსნებს — ანუ კუროებს, კირჩხიბებს, მორიელებს, თხის რქებს, ქალწულებს და თევზებს, ამ მხრივ, თევზების გარდა, ნებისმიერი მათგანი საკმაოდ წინდახედული და ხელმომჭირნეა ფინანსების თვალსაზრისით. შესაბამისად, მეუღლე, რომელიც ზემოხსენებულ ნიშნებს შორისაა დაბადებული, ყოველთვის მოახერხებს, "შავი დღისთვის" გარკვეული დანაზოგი გადაინახოს და მამაკაცს თავისუფლად შეუძლია საკუთარი ფინანსები მშვიდად ანდოს ასეთ ცოლს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი