არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

გენიალური რჩევები ჯენიფერ ლოპესის კოსმეტოლოგისგან

ჰეროლდ ლანსერს ექიმ კოსმეტოლოგ-დერმატოლოგს საკუთარ სახეებს ანდობენ ჯეი ლო, ბიონსე, რიზ უიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი, მიშელ უილიამსი და სხვა ვარსკვლავები. სია შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ. ჩვენ გავარკვიეთ, რა რჩევებს აძლევს ჰეროლდი თავის კლიენტებს.

1. მოასწარი 60 წამში

დამატენიანებელი საშუალება სახის დაბანისთავე უნდა წაისვათ. სახის დაბანიდან 60 წამის შემდეგ წყალი სახიდან ორთქლდება, დამატენიანებელი საშუალება კი ტენს შეინარჩუნებს.

2. ეპილაციის წინ ალკოჰოლს ნუ დალევთ.


შეიძლება უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ წლების მანძილზე ვაკვირდებოდი და დავასკვენი, რომ წვეულებაზე 1 ჭიქა კოქტეილიც რომ გქონდეთ დალეული ეპილაცია მტკივნეული და ნაკლებ ეფექტური იქნება.

3. გაუფრთხილდით კბილებს


ნერვიულობის დროს ძალიან ბევრი ქალი კბილებს ერთმანეთზე მთელი ძალით უჭერს. გარდა იმისა, რომ კბილის ემალს იზიანებთ, პირის გარშემო ნაოჭებიც გიჩნდებათ. ხოლო თუ კბილებს ძილში აკრაჭუნებთ, შეიძინეთ მოკრივეს კბილების დამცავი, ოღონდ უფრო რბილი და დროთა განმავლობაში ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლდებით.

4. აუზში, ზღვაში ჩახტომამდე თმა დაისველეთ


ასე თმის ღერებს შორის მანძილს ამოავსებთ და აუზის ქლორი ან ზღვის მარილი თავის კანს არ გაგიღიზიანებთ.

5. არაჟანი ნამზეურის შემდეგ


ნამზეურის მიღების შემდეგ ტანზე აუცილებლად უნდა წაისვათ… არაჟანი. იგი ძვირად ღირებულ კრემებზე უკეთესი საშუალებაა. დაგიტენიანებთ კანს, დაგიმშვიდებთ, არანაირ ალაერგიას არ იწვევს, პირიქით, ვიტამინებით გაამდიდრებს თქვენს სხეულს. გაიჩერეთ 20-30 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

6. ნუ შეიძენთ ბამბის ბურთულებს


ტონალური კრემი უჯობესია ხელით წაისვათ სახეზე, თუ ასე ვერ ახერხებთ, სპონჟი ან ფუნჯი გამოიყენეთ. იმავეს თქმა შეიძლება ტონიკზეც, ხელისგულებზე დაიწვეთეთ და სახეზე წაისვით. რატომ ვარ ბამბის ბურთულების წინააღმდეგი? ბამბა იმაზე მეტ კოსმეტიკურ საშუალებას იწოვს, ვიდრე თქვენს სახეს სჭირდება, რატომ უნდა გადაყაროთ ფული ტყუილად?..

7. გამოიყენეთ პრაიმერი


სანამ მაკიაჟის გაკეთებას დაიწყებდეთ, სახეზე პრაიმერი უნდა წაისვათ, იგი ქიმიური არაა, პირიქით დადებით თვისებები აქვს. სახის კანს მქრქალ შეფერილობას აძლევს. ხოლო თუ ფორიანი სახე გაქვთ, ფორებს ამოავსებს, რადგან მასში მოხვედრილმა კრემმაც კი შეიძლება ალერგია და მუწუკების მომრავლება გამოიწვიოს.

8. დაიბანეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით


რა თმა უნდა ყოველდღე არა, მაგრამ თუ სახე გაგიღიზიანდათ და თან შესაბამისი საშუალება არ გაქვთ, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ. მასში შემავალი ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებები სახის კანს დაგიმშვიდებენ.

9. მშრალზე გაიპარსეთ


სცადეთ, მშრალზე გაიპარსეთ და შემდეგ წაისვით კრემი. გაღიზიანებაც ნაკლები იქნება და თმაც აღარ ჩაგიბრუნდებათ.

10. დაიბანეთ თმა სოდით


წვეულებისთვის თუ თმის ვარცხნილობისთვის გელი, მუსი და ლაკი გამოიყენეთ, ძილის წინ, თმის დაბანისას შამპუნში ცოტა სოდა დაუმატეთ, იგი თმის ღერებიდან ყველა ქიმიურ საშუალებას ჩამორეცხავს.

11. კბილები საუზმობამდე გაიხეხეთ


რათა საუზმეს მთელი ღამის განმავლობაში გაჩენილი კბილებზე ბაქტერიები არ მიაჭამოთ.

12. წყალი — მხოლოდ ოთახის ტემპერატურის


სახე და ტანი დაიბანეთ ოთახის ტემპერატისრის წყლით. აგრეთვე, ნუ დალევთ ძალიან ცივ წყალს, მხოლოდ ოთახის ტემპერატურის. მართალია, დასაბანად ცოტა ცივი მოგეჩვენებათ, მაგრამ… სცადეთ, კანი მადლიერი დაგრჩებათ.

13. ნუ შეიძენთ ტონალურს SPF-ფაქტორით


თუ თქვენი დღის კრემი SPF-ს შეიცავს, არაფერში გჭირდებათ მზისგან დამზავი ტონალური კრემი. ის კრემს უფრო ასქელებს და ეს დატვირთვაა სახის კანისთვის. იდეალური ვარიანტია ВВ ან СС. თან დაცვა, თან დატენიანება და რა თქმა უნდა, სილამაზე.

14. შეიძინეთ ქოქოსის ზეთი


ეს იდეალური კრემია ტანისა და სახისთვის. აგრეთვე სუპერსაშუალება თმისთვის.

15. მოიწყვეთ განტვირთვის დღე


ჭამას არ ვგულისხმობ. ერთი დღე უმაკიაჟოდ გაატარეთ. მხოლოდ დაიტენიანეთ და კვებეთ სახის კანი. მხოლოდ კვირაში ერთხელ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი