29.08.2015 23:32
რისი მოთმენა უწევს ქალს, როცა ქმარს საშუალო ასაკის კრიზისი აქვს
ყველა მამაკაცს უწევს იმ საშინელების გავლა, რასაც საშუალო ასაკის კრიზისი ჰქვია. უფრო სწორად, საშინელება ელოდება ქალს, რომელიც მის გვერდითაა.
სანამ მამაკაცს რთულ პერიოდი აქვს, ქალი უნდა იყოს მომთმენი, გამგები, ჭკვიანი და მოსიყვარულე.
მოწყენილობა
კრიზისის დროს მამაკაცი დილიდან დაღამებამდე არის მოწყენილი და უხასიათო. იმიტომ, რომ ორშაბათია, იმიტომ, რომ ცხელა, ყავა გაუცივდა, შაქარი გათავდა და ასე დაუსრულებლად. ცოლი კი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა, შეიძლება თქვენმა სიმშვიდემაც გააღიზიანოს.
სიბრაზე
როცა მოწყენილი არაა, მაშინ ბრაზობს. პირველ რიგში ცოლზე. თქვენ ისე ვერ აკეთებთ კერძს, როგორც დედამისი, ისე არაა, როგორც მას უნდა და ასე დაუსრულებელი მიზეზების გამო სიბრაზე ერთი დეტალიდან მეორეზე გადადის.
პარანოია
მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში, გლობალურად ხდება, მის წინააღმდეგაა მოწყობილი, რომ ვიღაც აკონტროლებს, უთვალთვალებს, რომ მას ემუქრებიან, ავიწროებენ, მისი განადგურება სურთ. და რაც მთავარი, ყოველთვის იცის ვისზე უნდა იყაროს ჯავრი.
განაწყენებულია
ნუ გაგიკვირდებათ, თუ წლების წინანდელი ამბებიც გაგიხსენათ, აღარაფერს ვამბობთ გუშინ და ერთი თვის წინ მომხდარ ამბებზე. წლების წინ რატომ არ მიულოცეთ ცაციების დღე, 2011 რატომ შეუჭამეთ მისი საყვარელი შოკოლადი… წყენა იქნება დაუსრულებელი და ზოგჯერ სიცილისმომგვრელ მიზეზებზე.
უცნაური ფილმები
დაიწყებს უცნაური ფილმების ყურებას და ასევე უცნაური მუსიკის მოსმენას. თუ მოწყენილობა, სიბრაზე, განაწყენებულობა დაივიწყა, ე.ი. სუიციდურ მხატვრულ ფილმებს უყურებს, ან დოკუმენტურებს ექსგუმაციებზე. ფონად კი ტრაგიკული-რიტუალური მუსიკა ჟღერს, დილიდან დაღამებამდე.
სოციოპათია
გახშირდება კამათი და უსიამოვნებები: მეზობლებთან, გამყიდველთან, ოფიციანტთან, მძღოლებთან, გამვლელებთანაც… სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ვითომ არაფერი ხდება. რადგან გამორიცხული არაა, გამვლელი 100 მამაკაციდან 99-ს თქვენი ქმრის მსგავსად, საშუალოა ასაკის კრიზის აწუხებდეს.
აქტიურობის ხანა
დროა "გლობალურად" შეცვალოს ირგვლივ ყველაფერი. რა თქმა უნდა ცვლილებები თქვენგან დაიწყება. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ აქტიურობის ხანა პასიურზე საშიშია. შეიძლება გაიჩინოს, ძაღლი ან საყვარელი, გადაეშვას ექსტრემალურ ტურიზმში, არაფორმალების "ტუსოვკებზე", იყიდოს ჩეს გამოსახულებიანი მაისური, ვერტმფრენი ან მოტოციკლი.
კულმინაცია
ბოლოს და ბოლოს მობეზრდება ის, რასაც წლების მანძილზე აკეთებდა და თუ ეკონომისტია, ან იურისტი. ერთ დღეს შეიძლება ფუნჯები და საღებავები იყიდოს და მხატვარი გახდეს, ან ლექსების წერა დაიწყოს, ან… მოკლედ, ფინანსური და ასაკობრივი კრიზისი გარანტირებული გაქვთ. მისთვის ჭკუის სწავლება შეუძლებელია, უნდა მოითმინოთ, თუ გიღირთ, რა თქმა უნდა.
ფინალური აკორდი
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › სანამ მამაკაცს რთულ პერიოდი აქვს, ქალი უნდა იყოს მომთმენი, გამგები, ჭკვიანი და მოსიყვარულე.

კრიზისულმა ასაკმა შეიძლება ჩაიაროს, მართლა, დროთა განმავლობაში, მაგრამ რა დღეში გექნებათ ნერვები თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, მაგაზე პასუხი არ გვაქვს.