30.08.2015 22:33
ქეთა თოფურია შვილს ძიძას არ ანდობს და სამსახურშიც თან ატარებს - მომღერალი მოსკოვში დაბრუნდა
მერიკაში ნახევარწლიანი ცხოვრების შემდეგ ქეთა თოფურია მეუღლესა და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. "ა-სტუდიოს" სოლისტი, რომელიც 2 თვის წინ პირველი შვილის დედა გახდა, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას აღარ აპირებს.
როგორც 7 days.ru-ს მომღერლის მეგობარმა განუცხადა, ქეთა უკვე სექტემბრიდან შეუდგება სტუდიურ მუშაობას და კონცერტებისთვის მზადებას. თუმცა ხანგრძლივ გასტროლებზე ამ ეტაპზე უარს იტყვის, ვინაიდან ახალშობილ ქალიშვილთან განშორება არ სურს. თოფურიას მეგობრის თქმით, მომღერალი შვილს სამსახურში თან ატარებს, ის ძიძის დაქირავებას არ აპირებს, რადგან სურს, შვილის აღზრდითა და საოჯახო საქმეებით დამოუკიდებლად დაკავდეს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › როგორც 7 days.ru-ს მომღერლის მეგობარმა განუცხადა, ქეთა უკვე სექტემბრიდან შეუდგება სტუდიურ მუშაობას და კონცერტებისთვის მზადებას. თუმცა ხანგრძლივ გასტროლებზე ამ ეტაპზე უარს იტყვის, ვინაიდან ახალშობილ ქალიშვილთან განშორება არ სურს. თოფურიას მეგობრის თქმით, მომღერალი შვილს სამსახურში თან ატარებს, ის ძიძის დაქირავებას არ აპირებს, რადგან სურს, შვილის აღზრდითა და საოჯახო საქმეებით დამოუკიდებლად დაკავდეს.
თოფურიას პატარა ოლივია 15 ივნისს შეეძინა. ბავშვს მოფერებით "ლივის" ეძახიან. თოფურიასთვის ოლივია პირველი, ლევ გეიხმანისთვის კი მეორე შვილია