29.08.2015 23:27
როდის კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცები ბუნებით მონადირე ინდივიდები არიან. ამის შესახებ ნებისმიერმა ქალმა იცის… ოღონდ იცის მხოლოდ თეორიულად.
პრაქტიკაში კი ხშირად ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს სჯერა, რომ მისი რჩეული არასოდეს დაკარგავს ინტერესს ამ უკანასკნელის მიმართ. არა, თქმა არ უნდა, ერთგული და მონოგამიური კაცებიც არსებობენ, თუმცა მათ სიყვარულსაც სჭირდება მოვლა და ახალ-ახალი ემოციებით გამოკვება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი "სიმპტომები" შეამჩნიეთ თქვენს ძვირფასს, სასწრაფოდ დაიწყეთ რეაგირება!
ასე მაგალითად — ცეცხლის სტიქიის მამრებს: ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს ინტერესის დაკარგვას იმით შეატყობთ, რომ მათი მხრიდანთქვენი "დევნის" და ყველა ფეხის ნაბიჯის კონტროლის მანია შესუსტდება. თუკი საყვარელი მამაკაცი აღარ გირეკავთ წამში ათასჯერ და არ ინტერესდება, სად ხართ, რას აკეთებთ და ვისთან ერთად, იცოდეთ, ის თქვენ მიმართ გაცივდა და დიდი ალბათობით, სხვა უფრო საინტერესო ობიექტი აღმოაჩინა.
მიწის სტიქიის ნიშნები ცოტა სხვანაირად გამოხატავენ გულის აცრუებას. კურო, ქალწული და თხის რქა ცეცხლის სტიქიის თანამოძმეებივით არ მოიქცევიან. მათ უყვართ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. ამიტომ თუკი იგი ხანგრძლივად და ავბედითად დუმს, ყველაფერი ამის შემდეგ კი სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ გეპატიჟებათ, იცოდეთ — თქვენი ერთად ყოფნა ეჭვის ქვეშ დგება.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › პრაქტიკაში კი ხშირად ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს სჯერა, რომ მისი რჩეული არასოდეს დაკარგავს ინტერესს ამ უკანასკნელის მიმართ. არა, თქმა არ უნდა, ერთგული და მონოგამიური კაცებიც არსებობენ, თუმცა მათ სიყვარულსაც სჭირდება მოვლა და ახალ-ახალი ემოციებით გამოკვება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი "სიმპტომები" შეამჩნიეთ თქვენს ძვირფასს, სასწრაფოდ დაიწყეთ რეაგირება!