29.08.2015 23:29
სტილის მკვლელები: 5 ტაბუ 40 წელს გადაცილებული ქალის გარდერობში
ძალიან ხშირად 40 წელს გადაცილებული ქალები 20 წლის გოგოებივით იცვამენ. ალბათ თქვენც შეხვედრიხართ ისეთ მანდილოსანს, რომელსაც ასაკისთვის შეუფერებელი სამოსი სასტიკად არ უხდება.
მინი სიგრძე
40 წელს გადაცილებული ქალები მინი კაბას და ლამაზი ფეხების დემონსტრირებას მამაკაცების ყურადღების მისაქცევად იცვამენ. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მუხლთან კანი ცელულიტით იფარება და მისი გამოჩენა არც ისე სასიამოვნოა. კოკო შანელს თუ დავუჯერებთ, იგი ქალში ყველაზე მახინჯ ნაწილად მუხლებს მიიჩნევდა. ასე რომ, უმჯობესია, ჩაიცვათ მინი კაბა, მაგრამ მუხლს ოდნავ დაბლა.
მოტმასნილი სამოსი
იდეალური სხეულიც რომ გქონდეთ, მომდგარი სამოსის ჩაცმა მაინც არ გეკადრებათ, თუნდაც ასაკის გამო. ერთადერთი გამონაკლისია საღამოს კაბა. სხვა შემთხვევაში ელასტიკი, მომდგარი ჯინსი, მაისური და მსგავსი სამოსი შვილისტოლა გოგონებს უნდა დაუთმოთ. ხოლო თუ მაინც გსურთ მოტკეცილი ჯინსის ჩაცმა, მას კარდიგანი ან ჟაკეტი უნდა შეუხამოთ, რომელსაც წელზე ქამრით გამოკვეთავთ.
ჭყეტელა ფერები და მულტფილმისგმირებიანი პრინტები
ჟოლოსფერ-ლიმონისფერ-იასამნისფერი უნდა დაივიწყოთ. აგრეთვე, მაისურები, რომლებსაც მულტფილმის გმირების ამშვენებენ. თუ მყვირალა ფერებზე უარს ვერ ამბობთ, სადა სამოსზე ფერადი შარფი, სამკაული გაიკეთეთ.
სამკაულებით გადატვირთვა
40 წელს გადაცილებულ ქალს პლასტიკატის ბიჟუტერია არ უხდება. განსაკუთრებით, თუ ნაძვიხესავითაა მორთული.
უპირატესობა მიანიჭეთ ძვრიფას ლითონებს, ქვებს. შეგიძლიათ მარგალიტის მძივიც მოირგოთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მცირე სამკაული გიკეთიათ, მით უკეთესია.
ძალიან ღრმა დეკოლტე
ვულგარულია. სად 20 წლის გოგონას მკერდი და მისი დეკოლტე და სად თქვენი?..
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მინი სიგრძე

40 წელი საგანგაშო თარიღი არაა, ამ ასაკშიც შეიძლება მიმზიდველად და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. მთავარია, სწორად შეარჩიოთ სამოსი, ფერები და აქსესუარები.