არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ვიწყებ - შემეცნებას. მაინტერესებს - აკრძალული ნაყოფი. მრცხვენია - სარკის: ბლიც-ინტერვიუ პეტრე კოლხთან

"გაუფრთხილებლობით ყველაფერი ხუნდება და ფერმკრთალდება"
"ღიმილი მაშინ არის ფასდაუდებელი, როცა აკრძალვის მერეც ინარჩუნებ მას..."
"კეთილშობილება ადამიანის ისეთივე თვისებაა, როგორიც ღიმილი, თავაზიანობა"
მამა პეტრე

ვიწყებ — შემეცნებას.

ვეძებ
— საკუთარ დანიშნულებას.

ვგრძნობ
— ღმერთს.

ვდარდობ
— შეცდომებს.

ვემალები
— სიყალბეს.

ვიცი
— უმცირესი.

მჭამს
— სტანდარტულობა.

არ მაინტერესებს
— ბანალური ისტორიები.

ვკარგავ
— ქაღალდის ნავს.

მიკვირს
— არაფერი.

მახსოვს
— სიკვდილი.

უარვყოფ
— არჩევანს.

ვინახავ
— ნიჟარას.

ვივიწყებ
— ბოროტებას.

ვმალავ
— ტკივილს.

შემიძლია
— გაფრენა.

ვნანობ
— სიბნელეს.

მეშინია
— სიჩუმის.

ვტირი
— ბავშვობას.

ვემტერები
— უწიგნურობას.

ვპატიობ
— ყველაფერს.

ვიცინი
— სიბეცეზე.

ვნატრობ
— განღმრთობას.

მიხარია
— საკუთარი თავი.

მაინტერესებს
აკრძალული ნაყოფი.

მრცხვენია
— სარკის.

ვერიდები
— სიბრმავეს.

ვუხეშობ
— თევზებთან.

ვუსმენ
— მდუმარებას.

ვხარჯავ
— ცრემლებს.

ვყოყმანობ
— არასდროს.

მძულს
— სიძულვილი.

მწყინს
— უმადურობა.

მსიამოვნებს
— ცურვა.

მენატრება
— დედა.

ვკამათობ
— აჩრდილთან.

ვკლავ
— მოლოდინს.

მიყვარს
— სიყვარული.

ვოცნებობ
— ფრთებზე.

ვეჭვიანობ
— მზეზე.

ვალამაზებ
— მზერას.

დავცინი
— საკუთარ თავს.

ვაიგნორებ
— სიცივეს.

ვიტყუები
— ცოლთან.

ვაგროვებ
— ფრანებს.

ვიხდი
— ანაფორას.

მსურს
— უკვდავება.

გირჩევთ...
. ...თავის პოვნას!
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი