არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

9 ფაქტი სახის ნიღბებზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყველა ქალს გვიყვარს სხვადასხვა ნიღბით თავის განებივრება: თუნდაც არ იყოს შესამჩნევი სუპერეფექტი, იმის განცდა – "მე მიყვარს ჩემი თავი" – მაინც ძალიან სასიამოვნოა.
თუმცა მაინც, ნიღბების რეგულარულად გაკეთების შემთხვევაში ეფექტი ნამდვილად შესამჩნევია – სწორდება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი. და თუკი ამ 9 ფაქტსაც გაითვალისწინებ, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება!

1. ორჭოფობ? დაიტენიანე

თუკი ვერ ხვდები, რა არის შენი კანის ძირითადი პრობლემა და მერყეობ მკვებავ, აღმდგენ, ვიტამინიზებულ და დამჭიმავ ნიღბებს შორის, არჩევანი დამატენიანებელ ნიღაბზე გააკეთე. ჯერ ერთი, კანისთვის დატენიანება ზედმეტი არასოდეს იქნება; მეორეც, თუკი კანი საკმარისად არ არის დატენიანებული, სხვა სასარგებლო კომპონენტები ვერაფერს გიშველიან და მესამე, გამორიცხული არ არის, რომ ყველა კანის პრობლემა ამ ნიღბით მოგიგვარდება.

2. დაიორთქლე

ნიღბის დადება უმჯობესია დაორთქლილ კანზე: თუკი არ გაქვს სახის სპეციალური დასაორთქლებელი, უბრალოდ, ჩაასხი ჯამში ცხელი წყალი, გადაიფარე თავზე პირსახოცი და გაჩერდი ორთქლზე 2-3 წუთი. რა თქმა უნდა, მანამდე მაკიაჟი ჩამოშორებული უნდა გქონდეს.

3. ნუ დაინანებ

ნიღბის დადება საჭიროა გულუხვად, არ უნდა გამოგრჩეს ყელისა და დეკოლტეს ზონა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ასაკს პირველი ყელი გასცემს და არა სახე.

4. ნუ გადააჭარბებ

თუკი თიხის ნიღბებს იყენებ, შეეცადე, ზედმეტად არ გამოაშრო ისინი და ქვად არ აქციო: ჩამოიბანე მაშინვე, როგორც კი ზედა ფენა გაშრება, თორემ კანის ზედმეტ ცხიმთან ერთად ნიღაბი სითხესაც გამოიტანს და გამოგიშრობს კანს.

5. ნუ დაიგვიანებ

არცერთი ნიღაბი, გარდა პროფესიონალურისა, სალონურისა, რომელსაც კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი გიკეთებს, არ უნდა გაიჩერო კანზე 20 წუთზე მეტხანს. ჯერ ერთი – ეს უაზრობაა, მეორეც – გადატვირთავ კანს. ნიღბის სახეზე გაჩერების ოპტიმალური დრო 10-15 წუთია.

6. ჩამოიშორე ზედმიწევნით კარგად

ნიღბის ჩამოშორების შემდეგ რეკომენდებულია, ჩამოიბანო სახე მიცელარული წყლით ან ტონიკით, შემდეგ კი წაისვა კრემი.

7. იქონიე SOS-ვარიანტი

არსებობს ნიღბები რეგულარული მოვლისთვის და არსებობს ერთჯერადები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემას სწრაფად აგვარებენ. შეშუპების მოსახსნელი, ლიფტინგ-ეფექტით და კანისთვის ბრწყინვალების მიმცემი ნიღბები.

8. არ შეუთავსო ნიღაბი შრატებს

ნიღბებიც და შრატებიც შეიცავს ძალიან აქტიურ და ღრმად მწვდომ ინგრედიენტებს. ორივე საშუალების ერთდროულად გამოყენა ნიშნავს, რომ ერთ-ერთს, უბრალოდ, გადააგდებ.

9. ენდე, მაგრამ გადაამოწმე

თუკი ოდესმე ალერგიული რეაქცია გქონია რომელიმე კოსმეტიკაზე, სანამ ნიღაბს გაიკეთებდე, აუცილებლად შეამოწმე: წაისვი ნიღაბი ხელის მტევნის შიდა მხარეს და გაიჩერე 10-15 წუთი და დააკვირდი კანის რეაქციას მთელი დღის განმავლობაში.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი