29.08.2015 23:17
საფუვრის ნიღაბი და ძმრიანი სახვევი მოშვებული და ჩამოკიდებული მუცლისთვის
დაგვეთანხმებით, ბევრი ქალისთვის მტკივნეული თემაა მოშვებული და ჩამოკიდებული მუცელი. გარდა დიეტებისა და ვარჯიშებისა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სპეციალური ნიღბები და სახვევები, რომელთა რეცეპტებსაც ახლა გთავაზობთ:
1. საფუვრის ნიღაბი:
20 გრ საფუვრის ფხვნილი, 5 ჩაის კოვზი ნაღები, 5 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით მუცელზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კვებავს კანს, კრავს ფორებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამკვრივებს კანს. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.
2. ძმრის სახვევები:
აიღეთ 1 ჭიქა წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი. დაასველეთ მასში მარლა, დაიფინეთ მუცელზე და ზემოდან შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით. გაიჩერეთ ნახევარი საათი.
3. ჭინჭრის ნიღაბი:
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › 1. საფუვრის ნიღაბი:
20 გრ საფუვრის ფხვნილი, 5 ჩაის კოვზი ნაღები, 5 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით მუცელზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კვებავს კანს, კრავს ფორებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამკვრივებს კანს. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.
2. ძმრის სახვევები:
აიღეთ 1 ჭიქა წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი. დაასველეთ მასში მარლა, დაიფინეთ მუცელზე და ზემოდან შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით. გაიჩერეთ ნახევარი საათი.
3. ჭინჭრის ნიღაბი:
2 სუფრის კოვზ ხმელ ჭინჭარს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. გააგრილეთ, გადაწურეთ, დაასველეთ მასში მარლა და დაიფინეთ მუცელზე. ზემოდან შემოიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათი.