არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით უახლოეს პერიოდში ფინანსური წარმატება - ანუ რა მოაქვს იუპიტერს ქალწულის ზოდიაქოში

აგვისტოს თვის აქტუალური, პლანეტარული ტრანზიტების შესახებ უკვე არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ ჩვენს საიტზე.

თუმცა, დღეს გვინდა ცოტა უფრო დავკონკრეტდეთ და იმ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებზე ვილაპარაკოთ, ვისთვისაც "დიდ სიხარულის" პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაბარგება შეიძლება ფინანსურად მომგებიანი პერიოდის დასაწყისად იქცეს.

გამომდინარე იქედან, რომ ქალწული მიწის ნიშანია და იუპიტერიც უახლოეს ერთ წელიწადს ზუსტად რომ ქალწულების "ტერიტორიაზე" გაატარებს, ყველაზე მეტად ამ მხრივ თავად ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ როგორც ფინანსურად, ისე პროფესიული აქტივობის კუთხით. მით უმეტეს, რომ განვლილი თვეები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებსრბილად რომ ვთქვათ, არცთუ მაინცდამაინც "ტკბილი" ჰქონდათ, შავი მთვარის გამოისობით (ნოემბრიდან ლილიტი ქალწულის ზოდიაქოს სტუმრობდა).

თუმცა, ძვირფასი ქალწულების გასახარად მინდა ვთქვა, რომ უახლოესი ერთი წელი საკმაოდ სტაბილური და პროდუქტიული იქნება უკვე ყველა თვალსაზრისით მათთვის. დასრულდა უძრაობის და უიღბლობის დრო!

არანაკლებ პერსპექტიული პერიოდი ელით კუროსზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, განსაკუთრებით კი ამ მხრივ სექტემბრის პირველი ნახევარი და ნოემბერ-დეკემბერი იქნება მომგებიანი.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი