29.08.2015 23:07
რატომ დატოვა "ჩემი ცოლის დაქალები" რეზო ნასიძემ - "გული რომ მწყდებოდეს, არც წამოვიდოდი...
მალე დაიწყება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მომდევნო სეზონი. ცნობილია, რომ სერიალი რამდენიმე მსახიობმა დატოვა სხვადასხვა მიზეზით. მათ შორისაა რეზო ნასიძეც, რომელსაც სულ სხვა პროექტში ძალიან მალე ვიხილავთ.
— რეზო, "ჩემი ცოლის დაქალებში" კიდევ გიხილავთ?
— ამ სერიალიდან წამოვედი. სხვა პროექტში ვარ და მომავალში დავბრუნდები თუ არა, ჯერ არ ვიცი.
— როგორ
ვიცი, "ჯიდიესის" ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობ. გვიამბე, რა სერიალია და რამდენ ხანში გიხილავთ კვლავ ეკრანზე?
— სავარაუდოდ, სექტემბერში გავა სერიალი ეთერში. სერიალის სახელწოდებაა "ქერჩი, ანუ დაკარგული გმირები".
— შენ ვის როლში გიხილავთ?
— ვთამაშობ ამბროსი შენგელიას, რომელიც რეალურად იყო ჩემი დიდი ბაბუა.
— სავარაუდოდ, ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალი სერიალი ამჯობინე...
— "ჩემი ცოლის დაქალებში" ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც კამერასთან ურთიერთობა. მერე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ერთი და იმავეს დიდხანს კეთება არ მინდოდა.