არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

აბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე რუს მომღერალ მიხეილ შუფუტინსკისთან გადაღებულ სელფი გამოაქვეყნა, რის გამოც, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
საზოგადოების ერთი ნაწილის მძაფრი რეაქციების პასუხად საბურთალოს გამგებელს განმარტების გაკეთება მოუწია.
"არ ვიცი, რა განმარტება უნდა გავაკეთო ამ აჟიოტაჟზე. ალბათ უნდა მოვუბოდიშო საზოგადოებას იმისთვის, რომ 70-იან წლებში დავიბადე. ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვუსმენ შუფუტინსკის (პრინციპში იმ დროს ბევრი არჩევანიც არ იყო). ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ სურათი გადავიღე იმ მომღერალთან, რომელიც მომწონს. შესაძლოა, ბევრი შემომედავოს გემოვნებაში, თუმცა მგონი ვერ არის სწორი, როდესაც პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობ და არ იცი რა ცხოვრებით უცხოვრია.
მართლა არ ვაპირებ რაიმე განმარტებების გაკეთებას ან თავის მართლებას, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი: კომუნისტური მენტალიტეტი სამწუხაროდ, ახალგაზრდებშიც ბლომადაა დარჩენილი და ვერ გავთავისუფლდით ამ ცენზისგან. ეს ნაცისტურ/კომუნისტური სტერეოტიპები თუ არ ამოვიშალეთ გონებიდან, მართლა ვერ წავალთ შორს. ჯერ კომუნისტები გვიდგენდნენ სიას, ვისთვის უნდა გვესმინა და გვეყურებინა (სხვათაშორის შუფუტინსკი აკრძალული იყო იმ დროს), მერე
მიშამ გაავლო წითელი ხაზები. ეხლა სრული თავისუფლებაა, თუმცა ალბათ დროა საჭირო, რომ ამდენწლიანი წნეხისგან გავთავისუფლდეთ.
მზად ვარ ყველასთან ვიკამათო და ვისაუბრო, ოღონდ კორექტულობის ფარგლებში", — წერს ბექა მიქაუტაძე "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ რუსული შანსონის შემსრულებლის კონცერტი ბათუმში 16 აგვისტოს გაიმართა. ბათუმის კორტებზე ჩატარებული კონცერტის ბილეთის ფასი 30, 50, 90 და 130 ლარის ფარგლებში მერყეობდა. კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Music promotion-ი იყო.

ტეგები: ბექა მიქაუტაძე, მიხეილ შუფუტინსკი, საბურთალოს გამგებელი,

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი