22.08.2015 23:36
სხვადასხვა ასაკის ქალებმა ნახევარი სახე შეიღებეს, რათა მაკიაჟის ძალა ეჩვენებინათ
მოდურმა ტენდენციამ – სახის ნახევრის შეღებვამ – ინტერნეტსივრცე მოიცვა. ამ ახალმა ტრენდმა მილიონობით ქალის ყურადღება მიიპყრო.
ქალები ნახევარი სახის შეღებვით ცდილობენ, აჩვენონ მაკიაჟის ძალა. თუმცა, ახალგაზრდობა მარადიული არ არის და 5-მა სხვადასხვა ასაკში მყოფმა ქალმა გადაწყვიტა, ამ ხერხით არა მხოლოდ მაკიაჟის ჯადოსნობა წარმოეჩინა, არამედ ისიც, თუ რას ნიშნავს სილამაზე ქალისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
სარა რეინი, 28 წლის
"მე ფერმკრთალი ჩრდილოირლანდიური კანით დავიბადე. ამიტომაც იშვიათად გამოვდივად შინიდან მაკიაჟის გარეშე. როცა შეღებილი არ ვარ, მგონია, რომ შიშველი ვარ."
ანტონია ჰოილი, 37 წლის
"ვიცი, რომ სუპერმოდელი არ ვარ: საკმაოდ გრძელი ცხვირი მაქვს, მარცხენა თვალი ოდნავ პატარა მაქვს, ვიდრე მარჯვენა და პლუს ოთხკუთხედი ყბაც. მაგრამ არასოდეს მაწუხებდა ჩემი ნაკლოვანებები იმდენად, რომ ისინი მაკიაჟის მეშვეობით დამეფარა."
სარა ჩალმერსი, 46 წლის
"ყოველთვის კარგი კანი მქონდა, მაგრამ ასაკთან ერთად, პირის ირგვლივ ღრმა ნაოჭები გამიჩნდა და ტუჩებიც დამიპატარავდა. უმაკიაჟოდ გარეცხილი სახე მიჩანს, ამიტომაც არასოდეს გამოვდივარ შინიდან თვალის ფანქრის, ტუშისა და პომადის გარეშე".
ალისა ჰართ-დევისი, 52 წლის
"იშვიათად ვიღებები, მაგრამ როცა მაკიაჟს ვისვამ, თვალის ზედა ქუთუთოზე სქლად შავ ფანქარს ვისვამ, ასევე, ტუშსაც და ნარინჯისფერ პომადას."
პეტი პარფიტი, 64 წლის
"მაკიაჟი ჩემთვის ყოველთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. შინ ყოფნისასაც ვისვამ ტუშს იმისათვის, რომ გავიდიდო თვალები და პომადას, რათა შევილამაზო სახე. კოსმეტიკის გარეშე დისკომფორტს ვგრძნობ".
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ქალები ნახევარი სახის შეღებვით ცდილობენ, აჩვენონ მაკიაჟის ძალა. თუმცა, ახალგაზრდობა მარადიული არ არის და 5-მა სხვადასხვა ასაკში მყოფმა ქალმა გადაწყვიტა, ამ ხერხით არა მხოლოდ მაკიაჟის ჯადოსნობა წარმოეჩინა, არამედ ისიც, თუ რას ნიშნავს სილამაზე ქალისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
სარა რეინი, 28 წლის
"მე ფერმკრთალი ჩრდილოირლანდიური კანით დავიბადე. ამიტომაც იშვიათად გამოვდივად შინიდან მაკიაჟის გარეშე. როცა შეღებილი არ ვარ, მგონია, რომ შიშველი ვარ."
ანტონია ჰოილი, 37 წლის
"ვიცი, რომ სუპერმოდელი არ ვარ: საკმაოდ გრძელი ცხვირი მაქვს, მარცხენა თვალი ოდნავ პატარა მაქვს, ვიდრე მარჯვენა და პლუს ოთხკუთხედი ყბაც. მაგრამ არასოდეს მაწუხებდა ჩემი ნაკლოვანებები იმდენად, რომ ისინი მაკიაჟის მეშვეობით დამეფარა."
სარა ჩალმერსი, 46 წლის
"ყოველთვის კარგი კანი მქონდა, მაგრამ ასაკთან ერთად, პირის ირგვლივ ღრმა ნაოჭები გამიჩნდა და ტუჩებიც დამიპატარავდა. უმაკიაჟოდ გარეცხილი სახე მიჩანს, ამიტომაც არასოდეს გამოვდივარ შინიდან თვალის ფანქრის, ტუშისა და პომადის გარეშე".
ალისა ჰართ-დევისი, 52 წლის
"იშვიათად ვიღებები, მაგრამ როცა მაკიაჟს ვისვამ, თვალის ზედა ქუთუთოზე სქლად შავ ფანქარს ვისვამ, ასევე, ტუშსაც და ნარინჯისფერ პომადას."
პეტი პარფიტი, 64 წლის
"მაკიაჟი ჩემთვის ყოველთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. შინ ყოფნისასაც ვისვამ ტუშს იმისათვის, რომ გავიდიდო თვალები და პომადას, რათა შევილამაზო სახე. კოსმეტიკის გარეშე დისკომფორტს ვგრძნობ".
ქალებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ მაკიაჟთან. ვიღაცისთვის დღე დღე არ არის კოსმეტიკის გარეშე, სხვები კი საერთოდ არ იყენებენ მაკიაჟს.