არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ნესვი

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ნესვი უყვარს და ისინი, ვინც მის სუნსაც ვერ იტანს. თუმცა, სეზონზე მზისფერი ნესვის ჭამა აუცილებელია, რადგან…
1. ნესვი — დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 33 კალორიას შეიცავს. მისი ჭამა მათთვის შეიძლება, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.

2. სასარგებლოა მათთვის, ვინც შეკრულობით იტანჯება და ნაწლავების წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდა სურს.

3. სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც პრობლემები აქვს ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით.

4. ამ ხილს თირკმელებიდან გამოაქვს ქვიშა და კენჭები.

5. ანტიბიოტიკების მოქმედებას აორმაგებს.

6. სისხლში ჰემოგლობინის დონეს მაღლა სწევს.

7. ამაღლებს იმუნიტეტს. იცავს ორგანიზმს ვირუსული დაავადებებისგან.

8. გულ-სისხლძარღვთა სისტემის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

9. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

10. ცხელ ამინდში გაგაგრილებთ.

დაბოლოს, უგემრიელესი დესერტი ნესვითა და ხაჭოთი:
დაგჭირდებათ 200 გრამი ხაჭო, 1 ცალი სტაფილო, 1 ნაჭერი (მოზრდილი) ნესვი, 3 სადილის კოვზი არაჟანი და 1 ს/კ თაფლი (შაქარი).

ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში გადაურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და თაფლი, მოურიეთ. კუბებად დაჭრილი ნესვი დესერტს ბოლოში შეურიეთ, გადაიტანეთ კერამიკულ ფიალებში და სურვილისამებრ მორთეთ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი