არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

გადასაყვანი და დროებითი ტატუების ბუმი- რა სახეობები არსებობს და როგორ მოვუაროთ დროებით ტატუს?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირველი ტატუს გაკეთების შემდეგ ვერ გაჩერდნენ და სხეულები მოიხატეს და ადამიანები, რომლებიც ტატუს გაკეთების აზრს ვერ ხედავენ.

თუმცა, გადასაყვანი ტატუების შესახებ ორივე კატეგორიის ადამიანს სმენია და ზოგიერთი დიდი სიამოვნებით იკეთებს კიდეც. დღეს გადასაყვანი ტატუების ბუმია და მოდას აყოლილი ვარსკვლავები სიამოვნებით ავრცელებენ გადასაყვანი ტატუებით მოხატული სხეულების ფოტოებს.

ვარსკვლავური წვეულებები და"ოსკარზეც" კი სელებრითები გადასაყვანი ტატუებით გამოცხადნენ, მათ შორის სარა ჯესიკა პარკერიც. პირველობა რა თქმა უნდა ბიონსეს ეკუთვნის. მომღერალმა დაბადების დღე კორსიკაზე აღნიშნა და გადასაყვანი ტატუთი მოხატული სხეულის ფოტო"ინსტაგრამზე" დადო. მას არ ჩამორჩა რიანა, რომელმაც უპირატესობა ოქროსფერ გადასაყვან ტატუებს მიანიჭა.

გადასაყვანი ტატუ პოდიუმზე პირველად 2010 წელს"შანელის" სტილისტმა პიტერ ფილიპსმა გამოიყენა. მან მოდელებს სხეულები გადასაყვანი ჩიტებით, ჯაჭვებით და სიმბოლოებით"მოუხატა". 2013 წელს დიორის ჩვენებაზე მოდელებს უკვე 24-კარატიანი ოქროსგან დამზადებული გადასაყვანი ტატუები ამშვენებდათ. წითელი ხალიჩიდან მოდა ქუჩაში გავრცელდა და გადასაყვანი ტატუების ათასზე მეტი ვარიანტი გამოჩნდა. სხვადასხვა სიმბოლო, ემბლემა, ნახატი, წარწერა და ა.შ.

ტონი როტ აიზენბერგის ქალიშვილი გადასაყვან საბავშვონახატიან ტატუებზე გიჟდებოდა. დედამ ახალგაზრდა მხატვრების დახმარებით ბუნებრივი საღებავებისგან გადასაყვანი პრინტები ბავშვებისა და ქალებისთვის შექმნა. არჩევანი ფართოა ტორტებითა და ხილით დაწყებული, ბეტმენის პორტრეტით დამთავრებული.

მხატვარ როზი შულიკის მიერ შექმნილი გადასაყვანი ტატუები საბავშვო წიგნის ილუსტრაციებს ჰგავს. დამწყებთათვის კი მინიატიურული ტატუები შექმნა ფრჩხილისა და თითებისთვის.

მოყვარულმა ფლორისტმა და მხატვარმა კეიტ ალბრეხტმა მცენარეების გადასაყვანი ტატუები ვარდისფერი და ოქროსფერი საღებავისგან დაამზადა.
ახლა კი ყველაზე საინტერესო, რას წარმოადგენს გადასატყვანი ტატუ, როგორ გავიკეთოთ ან მოვიშოროთ, რას ნიშნავს ესა თუ ის სიმბოლო და ა.შ მაგრამ თანმიმდევრულად

ფლეშ-ტატუ არის:

სამაჯური, რომელიც ხელიდან არ სრიალება, წყალშიც კი;

ტატუ, რომლის გაკეთებაც მტკივნეული არაა;

მოდური აქსესუარი, რომელსაც რამდენიმე წუთში გაიკეთებთ;

ბოდი-არტისა და მეჰენდის თანამედროვე ვერსია.

დაბოლოს, გადასაყვანი ტატუ შეიძლება რეპეტიციად იქცეს, ბუმბულმა, ჯაჭვმა ან სიმბოლომ ისე შეგაყვაროთ თავი, რომ მუდმი ტატუ გაიკეთოთ.

როგორ გავიკეთოთ ან მოვიშოროთ:

* აირჩიეთ ადგილი: ხელი, თითი, ფრჩხილი, დეკოლტე, ყელი, შუბლი და ზურგი.

* კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, ლოსიონი და კრემი წინასწარ მოიშორეთ.

* ნახატიდან მოაშორეთ დამცავი პარკი და დაიდეთ არჩეულ ადგილზე.

* დაიმაგრეთ პირსახოცით ან ღრუბელით, მსუბუქად უნდა მიიჭიროთ.

* დაელოდეთ, სანამ ქაღალდი გამჭვირვალე არ გახდება (20-30 წამი).

* ფრთხილად მოხსენით ქაღალდი.

* დატკბით 3-დამ 6 დღემდე.

*ნარჩენები მოიცილეთ მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით ან ზეთით.

რას ნიშნავს ესა თუ ის სიმბოლო

სიზმრების დამჭერი- ბრძენ ინდიელთა თქმით, მფლობელს მშვიდ ძილ ანიჭებს. სასურველია მათთვის, ვინც ღამე კოშმარებისგან იტანჯება.

ფარშევანგის ბუმბული- სიმდიდრის სიმბოლოა, აგრეთვე, ვარსკვლავური ზეცის.

ბუმბული (არწივის, ორბის და ა.შ.)- ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო.

ანქი- ძველეგვიპტური უკვდავების სიმბოლო, რომელმა ფარაონებიდან გოთებთან გადმოინაცვლა.

ჰორის თვალი (უაჯეტი)- ძველეგვიპტურ ღმერთის ჰორას თვალი, მთვარის სიმბოლო.

ჰამსა (ღმერთის ხელი)- განსაკუთრებით ლურჯი ფერის. ინდუიზმსა და ისლამში ავი თვალისგან დასაცავად მიიჩნევა.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი