ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ქმრები
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები სხვადასხვა ფსიქოტიპის პერსონებად იყოფიან ზოდიაქოს მიხედვით. ამიტომ კონკრეტული ნიშნებიც არსებობენ, ვისაც ჩანსახშივე აქვს მიდრეკილება იყოს კარგი მეუღლე და პარტნიორი. მაშინ როცა სხვები ლამის მთელი ცხოვრება ანდომებენ ამის გაცნობიერებას.
ამ მხრივ საუკეთესო პოტენციური ქმრების სამეულიც არსებობს. გადახედეთ იქნებ მათ შორის თქვენი რჩეულიც აღმოაჩინოთ.
კურო — სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია. არ უყვარს ცვლილებები, მათ შორის არც პარტნიორების კუთხით. თუმცა, თუკი ის ატიპურთა რიცხვს განეკუთვნება, შესაძლოა არ იყოს მთლად ასე. კურო მიწის ნიშანია, მოსწონს საკუთარი ცხოვრების ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, აფასებს კომფორტსა და ერთგულებას. თავადაც აქვს უნარი იყოს კარგი ქმარი, ერთგული პარტნიორი და მზრუნველი მეორე ნახევარი, თუკი იგივეს პარტნიორის მხრიდანაც ხედავს. კურო ძნელად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისთვის ლოდინი მოგიწევთ, სანამ იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი. თუმცა მერწმუნეთ, ლოდინი ღირს ამად.
კირჩხიბი — ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი და ერთგული ქმარია. კირჩხიბს მიჯაჭვულობა ახასიათებს მეორე ნახევრის მიმართ, რომელიც საკმაოდ მყარ ურთიერთობებს ნიშნავს. მართალია, ცოტა ბუტია და ფხუკიანია ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ რეალურად მასზე უფრო მზრუნველ პარტნიორს ვერსად იპოვნით. იგი ყველაფერში დაგეხმარებათ — დაწყებული საოჯახო საქმეებითა და შოპინგით, დამთავრებული ბავშვის აღზრდით. რაც მთავარია, მისთვის ეს სასიამოვნო იქნება და არა რაღაც მძიმე ტვირთი ან მოვალეობა. კირჩხიბი ოჯახის ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებს ამქვეყნად, ამიტომ მისთვის ყოველთვის წინა პლანზე იქნებით. თუმცა, აქ არის ერთი კომპრომისის აუცილებლობა — პატივი უნდა სცეთ მის დედას, იმიტომ რომ, დედაზე წინ ამ მამაკაცისთვის ცოლი ვერასოდეს დგება.