არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

„ყველა პარტიის დედაც... ჩემი გუნდის წევრები ისე გაგწირავენ... შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ“

პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანიირწმუნება, რომ მან EBRD-ის აბრივიატურის მნიშვნელობა იცის, მაგრამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სახელწოდება „ლირიულად“ გამოიყენა, რის გამოც მას „სერიოზული პრემია“ უნდა გადაეცეს, რადგან დეპუტატი მიიჩნევს, რომ EBRD-ის გასაპიარებლად მთელმა სახელმწიფომ მანქანამ ვერ შეძლო ის, რაც მან. კანონმდებელი თანაგუნელების განცხადებებით განაწყენებულია და ფიქრობს, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი იუმორზე აცრილია. დეპუტატი თანაგუნდელებისთვის იმის ახსნასაც აპირებს, გუნდში — ვინ ვის არცხვენს.

საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან გაკეთებული სკანდალური სოსო ჯაჭვლიანსესაუბრა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, EBRD-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, რა იგულისხმეთ?

— სხდომაზე განცხადება რუსეთის მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით გავაკეთე და ამერიკასა და რუსეთზე ვისაუბრე. კერძოდ, იმაზე, ისინი ამ 20 წლის მანძილზე, როგორ იქცევიან. ამ დროის განმავლობაში, მათგან შეშფოთების მეტი არაფერი გვესმის. EBRD ლირიული გადახვევისთვის გამოვიყენე და ალბათ, საქართველოში EBRD ნომერ პირველი სიტყვა გახდა. მინდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა რეკლამის გაკეთებისთვის სერიოზული პრემია გამომიწეროს, რადგან მთელმა სახელმწიფომ მანქანამ ვერ შეძლო ის, რაც მე. ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ და ნახავთ, რომ ყველა EBRD-ზე ლაპარაკობს.

განცხადების გაკეთებისას, EBRD რას ნიშნავდა, იცოდით?

— რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვესმოდა და EBRD-ს რა დამავიწყებდა? EBRD-ის გამო, კაბინეტებიდან გამოგვყარეს დაგავიწყდათ? ქალბატონმა ეკა ხერხეულიძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მე EBRD-ზე დაპატიჟებული არ ვიქნებოდი, რადგან არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი.

თუმცა, თქვენ დეპუტატი ხართ და შესაძლებელი იყო, რომ ღონისძიებაზე მიეწვიეთ...

— ხერხეულიძემ ჩემთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად იხუმრა და ფაქტიურად, დამცინა. 2012 წლიდან ნაცხროვა დაგვცინის, მაგრამ პირადად ეკასთვის, როგორც ქალბატონისთვის ცუდი არაფერი მიკადრებია. ეკამ თავად რაც თქვა, იმაზე ვუპასუხე.

თუმცა, ის თქვენ ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულეთ...

— ეს ღადავი იყო. ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობაში ეჭვმიტანილი იყო. საზოგადოება ხუმრობას ვერ გებულობს. ჯერ, EBRD გავაპიარე და ახლა, აღმზრდელობით ფუნქციას ვეწევი. მანდილოსანმა თავშიც რომ მიბრახუნოს, გამორიცხულია, რომ მასზე ცუდი ვთქვა. ჩემს განცხადებას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა.

ანუ, თქვენ EBRD-ის საწინააღმდეგო არაფერი გქონდათ?

— რა თქმა უნდა, არა. ჩემი განცხადება პასუხის-პასუხი იყო.

თუკი EBRD-ის მნიშვნელობა იცოდით, „პასუხის-პასუხისთვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რატომ გამოიყენეთ? როგორ ფიქრობთ, დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან EBRD-ს რომ აშარჟებთ, ეს ქვეყნის იმიჯზე კარგად იმოქმედებს?

— საკითხზე გაშარჟებულად რომ ვლაპარაკობ, მოდით რა, სიღრმეებში ნუ შევალთ! ხერხეულიძემ ისეთი სიტყვები იხმარა, რომ ჩემი პოზიცია მისი პასუხი იყო. რაც შეეხება სხვა საკითხს, მკითხველმა რუსული იცის და დანარჩენი მათთვის მიმინდვია. EBRD-ს წარმომადგენლებს მივმართავ და განვუმარტავ, რომ მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სვანურსა და მეგრულში ისეთი სიტყვებია, რომლის ქართულად თარგმნაც სირცხვილია და ეს გაიგეთ. იმ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც განცხადების სახით წავიკითხე.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ნაწილი ხელფასს იმიტომ გიხდით, რომ ტრიბუნიდან ქალებსა და ოჯახის დანგრევაზე საუბრობდეთ?

— ის ადამიანი ვინც განაწყენდა, მას გადაწყვეტილების მიზეზი უნდა ავუხსნათ. ყველანაირ შენიშვნას ვღებულობ. თუ სადმე ბოდიშია მოსახდელი, მოვიხდი, მაგრამ პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია.

ტრიბინუდან „ბოზი ქალების“ ხსენება, არ გეუხერხულებათ?

— სხვათა შორის, ბოზი ლამაზ ქალს ნიშნავს. ერთხელ, სააკაშვილის მთავრობაზე ვთქვი, რომ ერთ ადგილას დავიკიდებ და წინ და უკან უნდა ვატრიალო-თქო. ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რას უზრდელობო. მას ვუპასუხე, სხვა რამეზე ნუ ფიქრობდა და ავუხსენი, რომ როგორც მკლავჭიდელი ყოფილ ხელისუფლებას ხელზე დავიკიდებდი. ჩემს განცხადებაში, გასაკვირი რა არის? ბობოხიძე გვეუბნება, რომ 10-მანეთიანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გენატრებათო და მას განვუმარტე, რომ მუშაობას ათი მანეთების გარეშეც ვახერხებდი-თქო.

ანუ, თქვენი განცხადების ინსპირაციის წყარო კაკო ბობოხიძე იყო და არა ეკა ხერხეულიძე?

— დიახ. ფილმში მხოლოდ მუშაობა, არ შეიძლება? უმრავლესობის ზოგიერთი წევრი იუმორზე მართლა აცრილი ყოფილა. მათ თუ რაიმე პრობლემა აქვთ, მოვიდნენ და მკითხონ, ეს განცხადება რატომ გავაკეთე.

თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი განცხადებით აღშფოთებულმა საზოგადოებამ ჯაჭვლიანის სვანური ხუმრობა ვერ აღიქვა?

— სვანური ხუმრობა, რა შუაშია? ხუმრობა — ხუმრობაა. ეკას ის ვუთხარი, რაც თავად თქვა.

თუმცა, ხერხეულიძემ ვერ მიხვდა, თქვენ მისგან რა გინდოდათ...

— გაფიცებთ, მიდით და ჩემი სათქმელი აუხსენით. მან ძალიან კარგად იცის, რა და როგორ მოხდა. მისი მხრიდან ადგილი დაცინვას ჰქონდა. რამდენიც უნდათ, იმდენი იცინონ და იღადაონ, ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ჩემი ახლობლები ძალიან კარგად მიცნობენ.

თუმცა, თქვენმა გუნდმა თქვენი განცხადება დაგმო. მათ შორის, ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში თქვა, რომ მომხდარის გამო ცხვენია...

იცით, მათ რისი უნდა რცხვენოდეთ? — მოვიდნენ და გაარკვიონ, რა მოხდა.

ანუ, თქვენმა გუნდელებმა თქვენი განაწყენების მიზეზის გარკვევა არ სცადეს?

— არა. ამ გუნდის პრობლემა სწორედ ესაა. ისინი ისე გაგწირავენ… შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ. გაიგე? ამ გუნდის პრობლემაც სწორედ ესაა. „ქართული ოცნების“ გუნდის პრობლემა — არაგუნდურობაა. თუ მათ რაიმესი ცხვენია, მოვიდნენ, მკითხონ და ავუხსნი, რატომ ვარცხვენ და მათ იმასაც ავუხსნი, ვინ სად გვარცხვენს. ყველანი დამიჯდნენ.

აქეთ ბოდიში მოიხადონ. მე არავის ვარცხვენ!

გუნდის მიმართ თქვენი განაწყენება პარტიის დატოვებით, ხომ არ დასრულდება?

— ყველაზე მაგარი და დიდი — ღირსებაა და ყველა პარტიისა და გაერთიანების დედაც… თუ გუნდურობაა, გუნდურობა უნდა იყოს და ვინ სად არის შერცხვენილი, დავსხდეთ და ვისაუბროთ.

ვინ სად არის შერცხვენილი?

— თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მომმართოს. სასირცხვო არაფერი მჭირს. სასირცხვო სხვას სჭირს და ყველამ პირი მოკუმოს! სხვის საქმეებში ნუ ერევიან.

რას ნიშნავს ჩემს საქმეებში ნუ ერევიან?

— ჩემი გუნდის ყველა წევრს ვეუბნები, ჩემს საქმეში ნუ ერევიან! ესაა ზუსტად ჩარევა! თუ რაიმე აინტერესებთ, მოვიდნენ და დამელაპარაკონ.

უმრავლესობის სხდომის ფორმატში, არაგუნდურობის თემის დღის წესრიგში დაყენებას ხომ არ აპირებთ?

— ზუსტად, რომ დავაყენებ. ვიტყვი, რომ შევიკრიბოთ და მგონი, იქ გაირკვევა, ვინ ვის არცხვენს. ბევრს თუ იბლატავებენ, მერე ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი.

რას იტყვით ხმამაღლა?

— ვინ არის სასირცხვო. ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი პარლამენტის პირველი ცუდი მომენტი რა არის იცით? — გუნდურობა არ არსებობს. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, მოვიდეს, დამელაპარაკოს და იქნებ, ბოდიშსაც ვიხდიდი?!
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი