22.08.2015 23:01
მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვლილის მეუღლემ განო მელითაურმა განაცხადა, თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“.
მისი თქმით, მსახიობი ინფარქტით გარდაიცვალა.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მისი თქმით, მსახიობი ინფარქტით გარდაიცვალა.
„დასკვნაში აღნიშნულია, რომ გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია). სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულ შინაგანი ორგანოების სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები", — წერია დასკვნაში.