22.08.2015 14:57
აბუსალათინის ზეთი - თმის, კანისა და წამწამების მოსავლელი უნიკალური საშუალება
თმის ბზინვარებისთვის
ხელზე დაისხით აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ თმაში და ჩამოიბანეთ. თუ ასეთ ნიღაბს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, თმა გამოგიჯანმრთელდებათ და ბზინვარებასაც დაიბრუნებს.
ნიღაბი მაწვნით
ოთახის ტემპერატურის მაწონს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ თმაში, დახურეთ პოლიეთილენის ქუდი და მოიხვიეთ პირსახოცი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
თმის ცვენისთვის
ორ წილ აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ ერთი წილი არაყი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და უკვე მეორე-მესამე ჯერზე შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ქერტლის საწინააღმდეგო
დააყენეთ შავი ჩაი. ერთ ჭიქა მუქ ჩაის ფერს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ამდენივე არაყი, წაისვით თმაზე, დაბანამდე ერთი საათით ადრე.
ნიღაბი თევზის ქონით
თუ გსურთ თმა და წამწამები ხშირი, ჯანმრთელი და ბზინვარე გაგიხდეთ, აბუსალათინის ზეთში თევზის ქონი (აფთიაქებში იყიდება) შეურიეთ და თმაზე
წაისვით.
ხშირი და გრძელი წამწამებისთვის
კვირაში 2-3-ჯერ, ძილის წინ წამწამებზე წაისვით აბუსალათინის ზეთი.
სახის მასაჟი აბუსალათინის ზეთით
1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეათბეთ. წაისვით სახეზე და წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რადგან სახიდან წვრილ ნაოჭებს აქრობს.
სახის ნიღაბი
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ხელზე დაისხით აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ თმაში და ჩამოიბანეთ. თუ ასეთ ნიღაბს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, თმა გამოგიჯანმრთელდებათ და ბზინვარებასაც დაიბრუნებს.
ნიღაბი მაწვნით
ოთახის ტემპერატურის მაწონს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ თმაში, დახურეთ პოლიეთილენის ქუდი და მოიხვიეთ პირსახოცი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
თმის ცვენისთვის
ორ წილ აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ ერთი წილი არაყი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და უკვე მეორე-მესამე ჯერზე შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ქერტლის საწინააღმდეგო
დააყენეთ შავი ჩაი. ერთ ჭიქა მუქ ჩაის ფერს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ამდენივე არაყი, წაისვით თმაზე, დაბანამდე ერთი საათით ადრე.
ნიღაბი თევზის ქონით
თუ გსურთ თმა და წამწამები ხშირი, ჯანმრთელი და ბზინვარე გაგიხდეთ, აბუსალათინის ზეთში თევზის ქონი (აფთიაქებში იყიდება) შეურიეთ და თმაზე
წაისვით.
ხშირი და გრძელი წამწამებისთვის
კვირაში 2-3-ჯერ, ძილის წინ წამწამებზე წაისვით აბუსალათინის ზეთი.
სახის მასაჟი აბუსალათინის ზეთით
1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეათბეთ. წაისვით სახეზე და წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რადგან სახიდან წვრილ ნაოჭებს აქრობს.
სახის ნიღაბი
1 ცალი ქათმის კვერცხს დაუმატეთ 10 წვეთი აბუსალათინის ზეთი. წაისვით სახეზე ჩამოიბანეთ (სასურველია გვირილის ან მწვანე ჩაის ნაყენით) 15-20 წუთის შემდეგ. განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს ზამთარში, როცა კანი გამომშრალი და აქერცლილია.