არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნაომი კემპბელის Plus-size ასლი მსოფლიო მოდის სამყაროს იპყრობს

32 წლის ლირის კროსს ხშირად ადარებენ "შავ პანთერას" და ეშლებათ კიდეც მასში. ორივე ლამაზმანს მუქი ფერის კანი, თვალის კატისებრი ჭრილი, ლამაზი ფორმის სახის ნაკვთები და ბზინვარე თმა აქვთ.


თუმცა ლირის ნაომისგან ფუმფულა სხეულით განსხვავდება. და სწორედ ამაშია მისი მომხიბვლელობის საიდუმლო.

ბავშვობიდან ტანსრული კროსი მოდელობაზე ოცნებობდა. მაგრამ მის სამსახურში აყვანას არავინ ჩქარობდა. ახლა კი მოდის კანონები შეიცვალა და ფუმფულა ლარისმა ფეშენ ინდუსტრიაც დაიპყრო და ჰოლივუდის დაპყრობასაც ცდილობს.

კროსი მონაწილეობს ფოტოგადაღებებში, მოდის ჩვენებაში. "ინსტაგრამზე" უკვე 22 ათასი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სავსე ფორმების მოდელი პოდიუმზე გაივლიდა. მაგრამ მსუქანი მოდელები დღითიდღე უფრო პოპულარულები ხდებიან. თუნდაც ფუმფულა ეშლი გრეჰემის მაგალითიც კმარა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თეთრეულის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ლარის კროსი მართლა ჰგავს ნაომი კემპბელს?

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი