04.08.2015 22:16
რუსთავის ავტობაზრობა აუქციონზე იყიდება!
რუსთავის ავტობაზრობა აუქციონის წესით იყიდება, რომლის საწყისი ფასი 30 მლნ აშშ დოლარია.
როგორც eauction.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასაყიდად გამოტანილია პროექტ „რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA საქართველოში“ ჯგუფში შემავალი საწარმოები (სრული ქონებრივი კომპლექსი). მათ შორის, შპს „მიკადო ჯორჯიას“, შპს „რუსთავის ავტობაზრობის“, შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“, შპს „რუსთავ კომფორტის“ 100%-იანი წილები და პორტალ www.autopapa.ge-ს 100%-იანი მართვის უფლება.
ელექტრონული აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. უძრავი ქონების საწყისი ფასი 30 მლნ აშშ დოლარი (67 407 000 ლარია).
მიმდინარე წლის ივნისში კომპანია PricewaterhouseCoopers («PWC») მიერ ჩატარებული ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მიხედვით, ანოლოგიური-კომპანიების მეთოდის გამოყენებით, ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი 41.7-დან 54.1 მილიონ ლარამდე განისაზღვრა. PricewaterhouseCoopers ექსპერტთა აზრით, «AUTOPAPA» მეწარმეთა ჯგუფის მაქსიმალური სავარაუდო ღირებულება შესაძლებელია, 76.9 მილიონ ლარამდე შეადგენდეს.
ქონების გასხვისების პირობების თანახმად, დამატებითი ინვესტიცია საჭირო არ არის. ექსპლუატაციის ვადა 25-დან 50 წლამდე შეადგენს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ელექტრონული აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. უძრავი ქონების საწყისი ფასი 30 მლნ აშშ დოლარი (67 407 000 ლარია).