04.08.2015 22:51
13 სასარგებლო და კრეატიული რჩევა კოსმეტიკის შესანახად

ქალი მუდამ ცდილობს საკუთარი კოსმეტიკა მოწესრიგებული ჰქონდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ რჩევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
1.ძველებურ, ვინტაჟურ ფეხიან თეფშზე შეგიძლიათ სუნამოები და სხვა პარფიუმერია მოათავსოთ.
2.მინის ჭიქა ყავის მარცვლებით შეავსეთ და მასში მაკიაჟის ფუნჯები მოათავსეთ. ორიგინალურიცაა და სასიამოვნო არომატიც ექნება.
3.ნახატის ვინტაჟურ, მოჩუქურთმებულ ჩარჩოს უკნიდან პატარა თაროები მიამაგრეთ და ზედ მანიკიურის ფერადი ბოთლები ჩამოამწკრივეთ.
4.პატარა ზომის თვალის ჩრდილები აღარ დაგეკარგებათ, თუ ყინულის ფორმებში მოათავსებთ.
5.ლაკის ბოთლები შეგიძლიათ ორცხობილის მინის დიდ ყუთშიც შეინახოთ.
6. პატარა მინის ქილებში შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაცილებელი ბამბის დისკები და ბურთულები მოათავსოთ.
7.სააბაზანოს კარზე გამჭვირვალე, ჩამოსაკიდი უჯრებიანი სათავსო ჩამოკიდეთ და მასში უამრავი ნივთი მოათავსეთ მანიკიურის ლაკებით დაწყებული ფეხსაცმელებით დამთავრებული. რაც მთავარია, ყველაფერი თვალწინ გექნებათ.
8.ჟურნალების ჩასადები მუყაოს სათავსოებში შეგიძლიათ ადგილი მიუჩინოთ თმის უთოსა და ფენს.
9.მაგნიტის ლენტზე შეგიძლიათ კედელზე მიამაგროთ, მასზე კი _ თმის სარჭები. ასე მათ აღარ დაკარგავთ.
10.ხის ზოლი კედელზე მიმაგრეთ, მასზე _ პატარა ზომის მინის ქილები, რომლებშიც ბამბის დისკებსა და ბურთულებს და სპონჟებს მოათავსებთ.
11.ჩანგლების, დანებისა და კოვზებისა პლასიტიკატის კონტეინერებში შეგიძლიათ კოსმეტიკა და სავარცხლები განათავსოთ.
12. ღვინის ბოთლების ჩამოსადებ თაროზე შეგიძლიათ მინის ჭიქები ჩამოდოთ და მასში თვალის ფანქრები, ტუშები და თქვე წარმოიდგინეთ, საკანცელარიო ფანქრები და ფლომასტრებიც კი მოათავსოთ.
13.დაბოლოს, სარკესთან, სადაც მაკიაჟსა და ვარცხნილობას იკეთებთ, ჩამოკიდეთ თარო, რომელზეც სპრეებს, თმის ლაქებს, კრემებს, ლოსიონებსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს შემოდებთ.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › 1.ძველებურ, ვინტაჟურ ფეხიან თეფშზე შეგიძლიათ სუნამოები და სხვა პარფიუმერია მოათავსოთ.