არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

სასწრაფოდ ნებისმიერი შინაარსისა და მოცულობის ტექსტების რედაქტირება!

თბილისი | დამატებულია: 5 ნოემბერი 2019, ნომერი: 90507

სასწრაფოდ ნებისმიერი შინაარსისა და მოცულობის ტექსტების რედაქტირება!, 5ლ.

თბილისი | 5 ნოემბერი 2019, მანანა, ნომერი: 90507, ნახვები: 958
    პროფესიით ფილოლოგი – ბაკალავრიატი დავამთავრე ქართული ფილოლოგიის, ხოლო მაგისტრატურა - ლიტერატურათმცოდნეობის, სარედაქციო–საგამომცემლო საქმის მიმართულებით. ამჟამად, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე. (სამივე პროფესიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავეუფლე).
    ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მუშაობისას მიწევდა წიგნების აღწერა - ანოტაციის, რეცენზიის, ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის, ხოლო სახალხო დამცველის აპარატში მოღვაწეობისას – ყოველწლიური ანგარიშების, პრესრელიზების, სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების, ძირითადად, დასკვნითი ანგარიშების კორექტირება-რედაქტირება. ამდენად, ბიბლიოთეკაში მუშაობის პერიოდში მივიღე საინფორმაციო, სამეცნიერო ტექსტების, სახალხო დამცველის აპარატში მოღვაწეობისას კი – იურიდიული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება. რაც შეეხება კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა („Cenn“) და "იასის", რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ, პერიოდულად – პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის, ტურიზმთან, განათლებასთან, საზოგადოებრივ–სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ტექსტების – წიგნებისა და ანგარიშების რედაქტირება მიწევს. (რადგან, ძირითადად, პროექტებში ვარ ჩართული, შესაბამისად, დიდი მოცულობის დოკუმენტებს, წიგნებსა და წლიურ ანგარიშებს ვასწორებ. კერძო შეკვეთების სახით ვთანამშრომლობ ღვინის კომპანიებთან, დონორ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო სტრუქტურასთან – ვასწორებ სხვადასხვა ჟანრისა და შინაარსის მასალას – სტატიებს, კომიქსებს, მხატვრულ, საინფორმაციო თუ სამეცნიერო ტექსტებს).
    ფასი შეთანხმებით, დასარედაქტირებელი მასალის მოცულობიდან და ტექსტის სირთულიდან გამომდინარე. ნებისმიერი მოცულობისა და შინაარსის ტექსტი გასწორდება დროულად და ხარისხიანად.
    კომენტარები 0
    კომენტარის გამოსაქვეყნებლად, თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ან გაიაროთ ავტორიზაცია.

    დაუკავშირდით განცხადების ავტორს
    5ლ.
    მანანა
    ფიზიკური პირი
    მომხმარებელი დარეგისტრირებულია 5 ნოემბერი 2019
    მომხმარებლის სხვა განცხადებები
    კავშირი გამყიდველთან კავშირი გამყიდველთან
    კონტაქტები: ტელეფონის ნახვა
    ტელ.
    55x xxx xxxx
    გაზიარება
    საჩივარი
    ამობეჭდვა
    სულ 958 ნახვა
    დღეს ნახეს 1
    სტატისტიკის ნახვა