არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნებისმიერი შინაარსის და მოცულობის ტექსტების რედაქტირება

თბილისი | დამატებულია: 5 ნოემბერი 2019, ნომერი: 90507

ნებისმიერი შინაარსის და მოცულობის ტექსტების რედაქტირება, 5ლ.

თბილისი | 5 ნოემბერი 2019, მანანა, ნომერი: 90507, ნახვები: 7
    პროფესიით ფილოლოგი ვარ, ბაკალავრიატი დავამთავრე ქართული ფილოლოგიის, ხოლო მაგისტრატურა - ლიტერატურათმცოდნეობის, სარედაქტიო–საგამომცემლო საქმის მიმართულებით, ახლა განათლების მეცნიერებების დოქტორანტი ვარ, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე. (სამივე პროფესიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავეუფლე).
    2015 წლიდან რედაქტორად ვთანამშრომლობ კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან („cenn“). რედაქტორად მუშაობის გამოცდილება მივიღე როგორც ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ასევე – სახალხო დამცველის აპარატში მოღვაწეობის პერიოდში. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მუშაობისას მიწევდა წიგნების აღწერა-რედაქტირება (ანოტაციის, რეცენზიის, ვებ–გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის კორექტირება/რედაქტირება), ხოლო სახალხო დამცველის აპარატში მოღვაწეობისას – ყოველწლიური ანგარიშების, პრეს–რელიზების, სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების, ძირითადად, დასკვნითი ანგარიშების კორექტირება-რედაქტირება.
    ბიბლიოთეკაში მუშაობის პერიოდში მივიღე საინფორმაციო, სამეცნიერო ტექსტების რედაქტირების, სახალხო დამცველის აპარატში მოღვაწეობისას კი – იურიდიული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება. რაც შეეხება კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს („Cenn“), რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ, პერიოდულად – პროექტების ფარგლებში, მიხდება სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის, ტურიზმთან, განათლებასთან, საზოგადოებრივ–სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ტექსტების რედაქტირება. უნივერსიტეტში ხშირად ვასრულებ ხელმძღვანელის ასისტენტის ფუნქცია–მოვალეობებს, რაც გულისხმობს ბაკალავრების და მაგისტრანტების ნაშრომების გასწორებას და რეცენზიების მომზადებას.
    ინტენსიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში, შესაბამისად, დიდი მოცულობის დოკუმენტებსა და წლიურ ანგარიშებს ვარედაქტირებ, ასევე ვმუშაობ კერძო შეკვეთებზე.
    ფასი შეთანხმებით, დასარედაქტირებელი მასალის მოცულობიდან და ტექსტის სირთულიდან გამომდინარე. ნებისმიერი მოცულობის და შინაარსის ტექსტი გასწორდება დროულად და ხარისხიანად. მხოლოდ ამ ტექსტთან დართულ ნომერზე დამიკავშირდით – 551 73 77 11 მანანა.
    დაუკავშირდით განცხადების ავტორს
    5ლ.
    მანანა
    ფიზიკური პირი
    მომხმარებელი დარეგისტრირებულია 5 ნოემბერი 2019
    მომხმარებლის სხვა განცხადებები
    კავშირი გამყიდველთან კავშირი გამყიდველთან
    კონტაქტები: ტელეფონის ნახვა
    ტელ.
    55x xxx xxxx
    გაზიარება
    საჩივარი
    ამობეჭდვა
    სულ 7 ნახვა
    დღეს ნახეს 2
    სტატისტიკის ნახვა