არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ოსტეოპოროზი რევმატოლოგი ირაკლი შელია ტელ 555787772

თბილისი | დამატებულია: 4 დეკემბერი 2023, ნომერი: 112404

ოსტეოპოროზი რევმატოლოგი ირაკლი შელია ტელ 555787772, 100ლ.

თბილისი | 4 დეკემბერი 2023, რევმატოლოგი ირაკლი შელია, ნომერი: 112404, ნახვები: 136
    ოსტეოპოროზი გააზიარეთ
    ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება. ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული
    ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია.
    ოსტეოპოროზის სიმპტომები
    ოსტეოპოროზს „ჩუმ“ დაავადებას უწოდებენ. ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები:
    • აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა;
    • წელის ტკივილი;
    • ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;
    • ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;
    • სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.
    ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი.
    ოსტეოპოროზი და მოტეხილობა
    ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზისას გამოხატულია შემდეგი სახის მოტეხილობები:
    • ხერხემლის კომპრესიული;
    • წინამხრის დისტალური ნაწილი;
    • მხრის პროქსიმალური ნაწილი;
    • ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილი.
    აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული, კლინიკური ნიშანი, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირია და არ არის სპეციფიკური ამ დაავადებისთვის:
    • ქრონიკული ან პირველად აღმოცენებული ტკივილი ხერხემლის სვეტის არეში;
    • სიმაღლეში დაპატარავება 2 ან მეტი სანტიმეტრით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ან 4 სანტიმეტრი და მეტი 25 წლის ასაკთან შედარებით, რაც ხერხემლის მალათაშორის მანძილის შემცირებაზე მეტყველებს;
    • როცა სიმაღლეში გაზომვისას, მანძილი კისერსა და საზურგე საყრდენს შორის 5 სანტიმეტრზე მეტია, რაც გულმკერდის კიფოზზე (კიფოზი – მოხრა ხერხემლის, გულმკერდის არეში “კუზი“) მეტყველებს;
    • მანძილი ქვედა ნეკნებსა და თეძოს ძვლის ფრთებს შორის 2 თითი (4-5სმ) ან ნაკლებია, რაც მიუთითებს ხერხემლის სვეტის დამოკლებასა და ხერხემლის მალთაშუა კომპრესიაზე (კომპრესია – შეკუმშვა).
    • ოსტეოპოროზი ძირითადად გავრცელებულია ქალებში, პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა მცირდება. ამ დროს ძვალში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ხდება დისბალანსი, უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი არქიტექტონიკა და ძვალი ხდება უფრო სუსტი. ეს პროცესები ყველაზე მეტად გამოხატულია ძვლის ღრუბლისებრ ქსოვილში.
    • – რა იწვევს ოსტეოპოროზს, რისკ–ფაქტორები, რა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს?
    • – ოსტეოპოროზის კონკრეტული გა
    დაუკავშირდით განცხადების ავტორს
    რევმატოლოგი ირაკლი შელია
    100ლ.
    რევმატოლოგი ირაკლი შელია
    ფიზიკური პირი
    მომხმარებელი დარეგისტრირებულია 6 სექტემბერი 2018
    მომხმარებლის სხვა განცხადებები
    კავშირი გამყიდველთან კავშირი გამყიდველთან
    კონტაქტები: ტელეფონის ნახვა
    ტელ.
    55x xxx xxxx
    გაზიარება
    საჩივარი
    ამობეჭდვა
    სულ 136 ნახვა
    დღეს ნახეს 2
    სტატისტიკის ნახვა