არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"
განცხადება ამოღებულია პუბლიკაციიდან
21 იანვარი 2024

ქართული ენა და ლიტერატურა (ეროვნულების გამოცდა)

თბილისი | დამატებულია: 12 თებერვალი 2021, ნომერი: 97099

ქართული ენა და ლიტერატურა (ეროვნულების გამოცდა), 150ლ.

თბილისი | 12 თებერვალი 2021, ნომერი: 97099, დათვალიერება: 797
    მოგესალმებით, ფილოლოგიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებების დოქტორის წოდების კანდიდატი, მიწვეული ლექტორი, რესურსცენტრის გამსწორებელი, საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილებით.
    გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ოქტომბრიდან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში შევძლებ ჯგუფის მომზადებას ეროვნული გამოცდისთვის. მეცადინეობა გაგრძელდება კონკრეტული გაკვეთილის საჭიროებიდან გამომდინარე - 2-3 საათი, ხოლო, გაზაფხულიდან, სიმულაციური გამოცდების მოწყობის შემთხვევაში, 4სთ-იც. ჯგუფის წევრები უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა წლის ტესტების კრებულებისა და სახელმძღვანელოების ქსეროქსებით. ინტენსიურად ვიმუშავებთ ტესტის ყოველ კომპონენტზე: რედაქტირებაზე, წაკითხულის გააზრებასა და თხზულების ანალიზზე. ვინაიდან გამოცდა მთლიანად წერით უნარ-ჩვევებზეა აგებული, აბიტურიენტებს ყოველთვის ექნებათ წერითი დავალება, რომელსაც გაკვეთილზე წავიკითხავთ და ჩავასწორებთ. ასევე, დეტალურად ავხსნით და გავივლით პროგრამით განსაზღვრული როგორც ლიტერატურის, ისე გრამატიკის ნაწილს. ივლისის თვის გამოცდის დანიშნულ თარიღამდე, ინტენსიურად ვიმუშავებთ ტესტებზე და გავიმეორებთ თეორიულ მასალას.
    ჯგუფში დასაშვები აბიტურიენტების მინიმალური რაოდენობაა 3, ხოლო მაქსიმალური 5 (დისტანციური სწავლების შემთხვევაში, ონლაინ გაკვეთილებზე, მაქსიმუმ 3 აბიტურიენტის აყვანას შევძლებ). აბიტურიენტის მომზადების დონესა და საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მთავარი სურვილი და მონდომებაა, ვინაიდან მოტივირებულ და მონდომებულ აბიტურიენტებს, საშუალო დონეზე მეცადინეობის შემთხვევაშიც, 60-დან 53 ქულაზე ნაკლები არ გამოაქვთ.