არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"
განცხადება ამოღებულია პუბლიკაციიდან
27 აგვისტო 2016

ბიზნეს ადმინისტრირება

თბილისი | დამატებულია: 28 ივნისი 2016, ნომერი: 48952

ბიზნეს ადმინისტრირება, 11ლ.

თბილისი | 28 ივნისი 2016, ნომერი: 48952, დათვალიერება: 408
    კურსი გათვლილია მათზე, რომელთაც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება სურს ან აინტერესებს, გაეცნოს ბიზნესის არსს. კურსი დაგეხმარებათ შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, გადაწყვიტოთ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისცეთ თქვენს ბიზნესს, როგორ ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციის სტრუქტურა და როგორ გახდეთ წარმატებული მეწარმე.
    იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ კადრი თქვენი ბიზნესისთვის, გაეცნობით პერსონალის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ოფისმენეჯმენტის საფუძვლებს.
    სასწავლო პროგრამა:
    საქართველოში ორგანიზაციების დაფუძნების წესი. ბიზნესის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმები; ორგნიზაციის სტრუქტურა; კორპორატიული იდენტურობა; იმიჯი, რეპუტაცია; მესიჯი და სლოგანი;
    ბიზნესის დაწყების დაგეგმვა - ბიზნეს გეგმა;
    ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში (ტელეფონი, ფაქსი, ქსეროქსი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ საქმიანობა, ამობეჭდვა და ა.შ); ინფორმაციის მოპოვების გზები და მეთოდები;
    სწორი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი: ტელეფონზე სწორი საუბარის ტექნიკა, მოლაპარაკებები, პრესკონფერენციები, ინტერვიუ, ბრიფინგი, პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლები; საქმიანი კორესპოდენციის სწორად წარმოება: წერილები, ელქტრონული წერილები, პროტოკოლის შედგენა, საპრეზენტაციო-სარეკლამო ბროშურები; პუბლიკაციების მომზადება; პრეს-რელიზი; პრეს-დაიჯესტი; სარეკლამო განცხადებების შედგენის ხელოვნება;
    სამუშაოს განსაზღვრა და სამუშაოს სპეციფიკის შემუშავება; პერსონალის დაგეგმვა; კადრების მოზიდვა - შერჩევა და დაქირავება; ზოგადი უნარებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენება პერსონალის შერჩევისას
    პერსონალის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; შეფასებისა და დაჯილდოების სისტემა; კარიერული ზრდა და ტრენინგები; შრომითი ხელშეკრულებები და დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ბაზა;
    თანამშრომლებთან წარმატებული ურთიერთობა - მოტივაცია, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა, სწორი კრიტიკის მეთოდები, უარის თქმის ხელოვნება;
    პროექტების დაგეგმვა, გუნდი და მისი კომპონენტები; წარმატებული გუნდის ფორმირება;
    PR-კამპანიის დაგეგმვა, ანალიზი, განხორციელება და მონიტორინგი; ბეჭდურ და ტელე-რადიო მედიასთან ურთიერთობა; რეკლამა და სპონსორობა; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობების პროექტების შემუშავება; საზოგადოებასთან შეხვედრების ეფექტური ორგანიზება; სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; თემატური შეხვედრების ორგანიზება;
    მარკეტინგული გეგმის შემუშავება – დაგეგმვა, ანალიზი, და კონტროლი;
    ფინანსები და ბიზნესი - ფული, ფინანსური ინსტიტუტები;
    საგადასახადო სისტემა - გადასახადების სახეები: საშემოსავლო, მოგების გადასახადი,დღდ, აქციზი, ქონების გადასახადი, საგადასახადო შეღავათები
    საბუღალტრო აღრიცხვა (თეორიის ზოგადი მიმოხილვა)
    ინტერკულტურული კომუნიკაცია - ურთიერთობა უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან;
    დროის მენეჯმენტი- სამუშაო დროის სწორი დაგეგმვა დროის რაციონალურად გამოყენების ტექნიკა;
    საოფისე პროგრამების დაუფლება.
    მიღება მიმდინარეობს წინასწარი რეგისრაციის საფუძველზე;
    ,,ბიდისი აკადემია’’კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge.