არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

პროტოპრესვიტერი მარკოზ პავლეს ძე ტყემალაძის ქადაგებათა კრებული

თბილისი | დამატებულია: 10 მაისი 2022, ნომერი: 105374

პროტოპრესვიტერი მარკოზ პავლეს ძე ტყემალაძის ქადაგებათა კრებული, 1ლ.

თბილისი | 10 მაისი 2022, ბენო, ნომერი: 105374, ნახვები: 503
  • მდგომარეობა: ახალი 
პროტოპრესვიტერი მარკოზ პავლეს ძე ტყემალაძის ქადაგებათა კრებული `ხმა მწყემსისა~ 1913 წელს არის გამოცემული... და ახლაც თითქმის საუკუნის შემდეგ, ისევ აქტუალურია.
რა კითხვაც არ უნდა დაგებადოთ მართმადიდებელი ქრისტიანის რწმენის, ზნეობის, ქცევის წესების შესახებ ოჯახსა თუ საზოგადოებაში, ყოველივეზე ამ კრებულში იპოვით პასუხს.
მარკოზ ტყემალაძის მემკვიდრეებმა, მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, 100 წლის თავთზე გამოსცა წიგნად 163 გვერდიანი.
ქადაგებათა კრებული `ხმა მწყემსისა~ რომლის შეძენაც შეგიძლიათ ნომერზე დარეკვით
571-23-11-13. ფასი შეთანხმებით
ცილის წამებას ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს ცოდვათა შორის. ეს ისეთი მძიმე ცოდვაა, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც არის, მაგ. კაცის კვლა, ქურდობა და სხვა. თუ მართალი გინდათ, მათზედაც უმძიმესია. ქურდი კაცი, მაგ. მოგპარავს ნივთს რასმეს, შენ მაინც უვნებლად დაგტოვებს, ის კი, ვინც ცილის მწამებელის გესლის მსხვერპლად ხდება, უსათუოდ უნდა მოიშხამოს. ყოველნაირ ცუდი მიმართულების კაცმა ხანდახან მაინც არ იცის მოყვასის შებრალება. ცილის მწამებელი კი მუდამ ულმობელია. დავით მეფე ადარებს ცილისმწამებელს გველს და ამბობს: “აღილესენ ენა მათი ვითარცა გველისა და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა” (ფს. 139, 3). ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი ვსთქვათ. გველსა და ყოველივე მხეცს ნადირს კაცი როგორმე მოერიდება, ეცდება თავი დაიცვას, შეიარაღებული დახვდეს, მაგრამ რაც შეეხება ცილის მწამებელ კაცს, მას ვერას გზით ვერ მოერიდებით. ყოველნაირ ხერხს, ღონეს ხმარობს ცილისმწამებელი, რომ თავისი მსხვერპლი მოინელოს. თუ რამე ღირსებას ხედავს თავის აძულებულ პირში, ცდილობს როგორმე დაამციროს, მისი ღირსება არც კი მოიხსენოს სხვების წინაშე, არავის არ შეამჩნევიოს, არ დაანახვოს, ცუდი მხარე მისი კი ათასნაირად გააზვიადოს.. თავის აზრის მისაღწევად ცილისმწამებელი საშუალებათ უმეტეს ნაწილად პირმოთნეობას ხმარობს. იმნაირად გეჩვენება, იმნაირად დაგიახლოვდება, ვითომც შენი პირველი მეგობარია და როდესაც შენ ის ერთგული გგონია და გულს გადუშლი, მაშინ ცდილობს ყოველნაირი შენი გულის პასუხი გაიგოს, მესაიდუმლე გახდეს, რომ შემთხვევის დროს ისარგებლოს. როცა შენთან არის, სხვას აძაგებს, კიცხავს, მაგრამ იცოდე, შენზედაც ცუდს იტყვის, როცა დასჭირდება, როცა შენი ძაგებით სხვისი გული უნდა მოიგოს. მთავრობასთან რომ შეხვდეს, აძაგებს იმ პირს, რომელიც მთავრობისაგან რაიმეში არის შემჩნეული, სხვა დროს საზოგადოებაში დაუწყებს კიცხვას იმ პირს, ვითომდა მთავრობის ერთგულებისთვის. ვერასოდეს ვერ მოისვენებს ცილისმწამებელი კაცი. ის თითქოს ყველგან მყოფი იყოს, ხან იქ არის, ხან აქ, ცდილობს ყველგან, ყოველ საზოგადოებაში, ყოველ ოჯახში, ყოველ კაცთან იქონიოს მსვლელობა. ყველას მეგობრად ეჩვენება და მასთანვე ყველგან თავის გესლიანი და შხამიანი ენით ვისმეს უნდა უკბინოს. რამოდენი მეგობრები, რამოდენი ცოლ-ქმარნი გამხდარან ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად ცილისმწამებლის მეოხებით! თუ ასე მავნებელია, თუ ასე წინააღმდეგია ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისა ცილისწამება, რისთვის არ ცდილობენ მის მოსპობას? განა დანაშაულში არ არის ამ შემთხვევაში საზოგადოება? საზოგადოება ხელს არ უწყობს ამ დამღუპველი სენის გავრცელებას? სადაც ქრისტეს მცნებას _ შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, _ ფეხი გაუდგამს, იქ ცილისწამებას ადგილი ა
კომენტარები 0
კომენტარის გამოსაქვეყნებლად, თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ან გაიაროთ ავტორიზაცია.

მსგავსი განცხადებები
რატო-რატო    

რატო-რატო

წიგნები

7ლ.
რატო-რატო
19 სექტემბერი
2024
7ლ.
დაუკავშირდით განცხადების ავტორს
მსგავსი განცხადებები
რატო-რატო    

რატო-რატო

წიგნები

7ლ.
რატო-რატო
19 სექტემბერი
2024
7ლ.
1ლ.
ბენო
ფიზიკური პირი
მომხმარებელი დარეგისტრირებულია 5 ნოემბერი 2015
მომხმარებლის სხვა განცხადებები
გაზიარება
საჩივარი
ამობეჭდვა
სულ 503 ნახვა
დღეს ნახეს 1
სტატისტიკის ნახვა