არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

Facebook-მა შექმნა Aquila - უპილოტო, ციდან ინტერნეტის დამასხივებელი თვითმფრინავი

გასულ თვეში Facebook-მა დაასრულა Aquila-ს შექმნა. ესაა უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც მოსახლეობას ინტერნეტით ციდან მოამარაგებს.
«Aquila-ს შექმნა ტექნიკის უამრავ გამოწვევას პასუხობს. თვითმფრინავი თვეების განმავლობაში 18კმ სიმაღლეზე იფრენს, ჩვენ გვსურდა ის მაქსიმალურად მსუბუქი და თან ეფექტური ყოფილიყო.» — წერს მარკ ცუკერბერგი ფეისბუქზე.
თვითმფრინავის შექმნისას ფეისბუქის მეცნიერების ჯგუფმა ნახშიროვანი ბოჭკოები გამოიყენეს, რომელიც თან ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მეტალი და თან ძალიან მსუბუქი.
ფოტოზე, რომელიც ცუკერბერგმა გამოაქვეყნა, Aquila-ს ერთ-ერთი პროპელერი ჩანს, რომელიც ასევე ნახშიროვანი ბოჭკოთია შექმნილი. თვითმფრინავი, რომელიც ინტერნეტს ციდან დაასხივებს, მანქანაზე მსუბუქია. Aquila არწივის ლათინურ სახელწოდებას ატარებს.
ფეისბუქის მიზანია, ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდეს მთელ დედამიწაზე. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არ არის შესაბამისი მიწისზედა ინფრასტრუქტურა მოწყობილობების ინტერნეტში ჩასართავად.
ივლისში ცუკერბერგმა გვაჩვენა როგორ გამოიყურებიან ციდან ინტერნეტის გადამცემი ლაზერის სხივები.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი